From : Sergeenko
To : Natia Khmaladze
Subject : Fwd: ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის
Received On : 19.05.2018 05:22
Attachments :


სალამი ნათია
იქნებ ნახო დეტალები.
მადლობა
Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Dimitry Kumsishvili <dkumsishvili@moesd.gov.ge>
Date: May 18, 2018 at 22:50:23 GMT+4
To: Dato Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Fwd: ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

სალამი დათო,
როგორ ხარ?
ამაზე რამე იცი?
Sent from my iPhone

Begin forwarded message:

Resent-From: <dkumsishvili@mof.ge>
From: Zaur Elizbarashvili <zaur.elizbarashvili@eliz-group.ge>
Date: May 18, 2018 at 3:07:44 PM GMT+4
To: <dkumsishvili@mof.ge>
Subject: FW: ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

 

 

From: Chomakhidze, Nikoloz [mailto:Nikoloz.Chomakhidze@jti.com]
Sent: Friday, May 18, 2018 1:04 PM
To: zaur.elizbarashvili@eliz-group.ge
Cc: Cernei, Ovidiu; Jincharadze, Giorgi
Subject:
ინფორმაციის წარდგენა ჯანდაცვის სამინისტროსთვის

 

ბატონო ზაურ,

 

როგორც მოგეხსენებათ ყოველი წლის 31 მაისამდე ჯანდაცვის სამინისტროს უნდა წარვუდგინოთ ინფორმაცია თითოეულ ჩვენ თამბაქოს ნაწარმში ინგრედიენტების თაობაზე.

 

არსებულთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ შემდეგი:

 

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონი (2017 წლის 17 მაისის ცვლილებებით) ითვალისწინებს, რომ თამბაქოს მწარმოებელმა/იმპორტიორმა ინფორმაცია უნდა წარადგინოს თითოეული ინგრედიენტის ჩამონათვალის, რაოდენობის და წონის თაობაზე ანუ ევროკავშირის პირველ დირექტივასთან შესაბამისობაში მყოფი ინფორმაციის წარდგენას (Tobacco Products Directive 2001/37/EC), რისთვისაც ჩვენ მზად ვიყავით და შესაბამისი სამუშაოებიც უკვე ფინალიზების ეტაპზეა.

 

თუმცა კანონის ტექსტის მიუხედავად საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური საკითხების მინისტრმა 2018 წლის 01 მაისს მიიღო ბრძანება (N 01-20/ნ), რომელიც განსხვავებულ და გაცილებით დიდი მოცულობის ინფორმაციას ითხოვს, რაც ევროკავშირის მეორე დირექტივასთანაა შესაბამისობაში (Tobacco Products Directive  2014/40/EU). აღნიშნული ბრძანებით გარდა კანონით გათვალისწინებული ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონისა მოთხოვნილია ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა ინგრედიენტის ადიქტიურობა, ინგრედიენტის ტოქსიკურობა კარდიოპულმონარულ სისტემასთან მიმართებით, სიგარეტის ფილტრის დახურული და ღია ხვიანების შესახებ ინფორმაცია და მრავალი სხვა, რომელიც სცდება კანონით მოთხოვნილი ინფორმაციის ფარგლებს.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეუძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს 31 მაისამდე მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარვუდგინოთ, შემდეგი გარემოებების გამო:

 

-         ინფორმაციის შეგროვებას და დამუშავებას სჭირდება დიდი დრო მისი მოცულობიდან გამომდინარე (ათასობით გვერდამდე ინფორმაცია) რაც ერთ თვეში ვერ მოხერხდება. ევროკავშირის მაგალითს თუ გავითვალისწინებთ, თუნდაც პირველი დირექტივის მიხედვით შედარებით მცირე ინფორმაციის წარსადგენად მწარმოებლებს წელიწადნახევარი მიეცათ (დირექტივა გამოიცა 2001 წლის 5 ივნისს და ინფორმაციის წარდგენის ვადა იყო 2002 წლის 31 დეკემბერი), მაშინ როცა საქართველო ბევრად უფრო დიდი მოცულობის ინფორმაციას ერთ თვეში ითხოვს;

-         ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნილი ფორმატით წარდგენისას არ არის საკმარისად უზრუნველყოფილი კომერციული საიდუმლოების დაცვა, რაც კიდევ უფრო ართულებს მონაცემების შეგროვებას და წარდგენას. ევროკავშირში ის ქვეყნები რომლებიც მეორე დირექტივის (Tobacco Products Directive  2014/40/EU) მიხედვით ახდენენ ანგარიშგებას, ამას ახორციელებენ სპეციალური ონლაინ პორტალის მეშვეობით, რომელიც დაცულია. მაშინ როდესაც ჩვენს შემთხვევაში ინფორმაცია უნდა წარვუდგინოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს USB მატარებლის ან CD-ს მეშვეობით. თუ საქართველოს სურს რომ ინდუსტრიისგან ევროკავშირის დონის დეტალები მოითხოვოს, საჭიროა თავის მხრივ ევროკავშირის დონის დაცულობა იყოს მნიშვნელოვანი კომერციული საიდუმლოების და ევროკავშირის მსგავსი ელექტრონული სისტემა დაინერგოს. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ამ ინფორმაციის წარდგენა მისი გასაჯაროების მიზნით არ ხდება. წარდგენის მიზანია მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრომ აკონტროლოს ცალკეული ნივთიერებების შემცველობა თამბაქოს პროდუქტში და ახორციელოს მონიტორინგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვგეგმავთ წარვადგინოთ 31 მაისამდე ის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილია კანონით  (ინგრედიენტის ჩამონათვალი, რაოდენობა და წონა). აღნიშნულის თაობაზე ანალოგიური პოზიცია აქვს აგრეთვე თამბაქოს ინდუსტრიის დანარჩენ წევრებსა და ბიზნეს ომბუდსმენს, რომელთანაც შეხვედრა გავმართეთ და ჩვენი ხედვები გავუზიარეთ.  თუკი ჯანდაცვის სამინისტრო მოგვცემს საკმარის დროს იმისთვის (2019 წლის 31 მაისამდე), რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მოვაგროვოთ და აგრეთვე უზრუნველყოფს კომერციული საიდუმლოების დაცვას - ჩვენ მზად ვართ, რომ წარვუდგინოთ იგი მოთხოვნილი მოცულობით.

 

პატივისცემით,

 

Nikoloz Chomakhidze
Regulatory Affairs Manager, Caucasus
Corporate Affairs, Caucasus

+995322604111 (Ext.2194)
+995595
511171
nikoloz.chomakhidze@jti.com

JTI Caucasus LLC
34 Chavchavadze Ave., 7th Floor, Tbilisi, , Georgia

jti.com