From : Sergeenko
To : ani.sergeenko@yahoo.com
Subject : Fwd: სამუშაო შეხვედრა: “Accelerating progress in the Real-Time Biosurveillance Action Package of GHSA”
Received On : 25.03.2018 17:00
Attachments :

ანუ
ერთი დოკუმენტი - Introduction Dr. Sergeenko ამომიბეჭდე რა

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Date: March 22, 2018 at 20:21:07 GMT+4
To: "dsergeenko@moh.gov.ge" <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: სამუშაო შეხვედრა: “Accelerating progress in the Real-Time Biosurveillance Action Package of GHSA”

ბატონო დავით,

 

გვაქვს პატივი მოგიწვიოთ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე,,“Accelerating progress in the Real-Time Biosurveillance Action Package of Global Health Security Agenda (GHSA)” , რომელიც გაიმართება 2018 წლის 26-28 მარტს, ქალაქ თბილისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალ შენობაში (მისამართი: კახეთის გზატკეცილი, ალექსეევკას დასახლება #3).

 

შეხვედრას დაესწრებიან, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის რეალურ დროში ზედამხედველობის პაკეტის პარტნიორი და მხარდამჭერი ქვეყნები, ასევე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შეხვედრის ამოცანებია:

  • გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების ინიციატივის რეალურ დროში ზედამხედველობის სამოქმედო პაკეტის, პარტნიორ და მხარდამჭერ ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერება, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით;
  • გამოცდილების გაზიარება;
  • დაავადებებზე ზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემის გაძლიერება, რომელიც ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპის ფარგლებში ხელს შეუწყობს დაავადების გამოვლენასა და კონტროლს;
  • ზედამხედველობის სისტემის მდგრადობა: ზედამხედველობისთვის დაფინანსების უზრუნველყოფა, როგორც ხარჯთეფექტური ინვესტიცია;
  • რეალურ დროში ზედამხედველობის სამოქმედო პაკეტის მოლოდინების და სტრატეგიის განხილვა.

 

შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისური

 

შეხვედრის დღის წესრიგი, მასალა, ასევე თქვენი მისალმებისა და შესავალი სიტყვის პროექტი თან ერთვის.

 

პატივისცემით,

 

ამირანი