From : Sergeenko
To : Maia Tabagari
Subject : Fwd: ტყვია
Received On : 07.04.2018 17:45

ალბათ გააქტიურდება მალე ეს საკითხი და ჯობია მალევე დავიწყოთ საინფორმაციო კამპანია.

Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
Date: April 6, 2018 at 18:27:41 GMT+4
To: "dsergeenko@moh.gov.ge" <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: 'Zaza Sopromadze' <zsopromadze@moh.gov.ge>, Maia Lagvilava <mlagvilava@moh.gov.ge>, "mdarakhvelidze@moh.gov.ge" <mdarakhvelidze@moh.gov.ge>, Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>
Subject: ტყვია

ბატონო დავით,

 

მოკლედ მინდა მოგახსენოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ტყვიის პრობლემასთან დაკავშირებით.

დღემდე რა გაკეთდა:

(1)   თბილისი - იაშვილის კლინიკა

2015 წლის ნოემბერ-დეკემბერში . იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა კლინიკაში სხვადასხვა დიაგნოზით შეყვანილი 2-5 წლის ბავშვებში სისხლში ტყვიის განსაზღვრა. კვლევა ჩატარდა „მაგელან დიაგნოსტიკს“-ის სწრაფი ტესტირების აპარატურის გამოყენებით, რომელიც პასუხს იძლევა 3 წუთში. სულ გამოკვლეულ იქნა 2-5 წლის 254 ბავშვი.

2017 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საერთაშორისო რეკომენდაციებზე დაყრდნობითა და აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ტექნიკური მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს განმეორებით კვლევას იმ ბავშვებში, ვისაც 2015 წლის კვლევაში დაუფიქსირდათ 5 mcg/dl და მეტი მაჩვენებელი; სულ 84 ბავშვი. მათ დაემატათ რამდენიმე ბავშვი, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ გამოკვლევა და დაუფიქსირდათ მაღალი მაჩვენებლები. კვლევაში ასევე განისაზღვრება ტყვიის შემცველობა ჰაერში, წყალში, სუნელებში და კედლის საღებავის ჩამონაფხეკში; ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ნიადაგში. სისხლში ტყვიის ანალიზი განხორციელდება იაშვილის კლინიკის ბაზაზე; ჰაერში, წყალში, სუნელებში, კედლის საღებავის ჩამონაფხეკსა და ნიადაგში ტყვიის განსასაზღვრად კვლევაში ჩაერთვება გარემოს ეროვნული და სურსათის ეროვნული სააგენტოები. ამ უკანასკნელებთან მოლაპარაკება იყო და თანახმა არიან თავიანთი ბიუჯეტის ფარგლებში განახორციელონ.

კვლევის მეორე ეტაპი დასრულებულ იქნა 2018 წლის მარტის ბოლოს. პირველადი მაჩვენებელი შემდგომია: 5 მგ/დლ-ზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებული იქნა ბავშვთა 23%-ში, წინა კვლევის 84 რესპონდენტიდან განმეორებით შემოწმებაზე გამოცხადდა მხოლოდ 35 ბავშვი (42%). 100 ნიმუში ლაბორატორიული მეთოდით გადამოწმებისათვის (ვინაიდან „მაგელან დიაგნოსტიკის“ სწრაფი მეთოდი ვენური სისხლის გამოყენებით 2016 წელს აღმოჩდა ამერიკის საკვების და მედიკამენტების სააგენტოს დამატებითი შესწავლის საგანი) გაიგზავნა აშშ ს დაავდებათა კონტროლის ცენტრის ლაბორატორიაში. პასუხს ველოდებით 3-4 კვირის პერიოდში.

 

(2)   ბოლნისი/დმანისის რაიონების 10 სოფელი (25.12.2015)

BLL ≤ 11.3 mcg/dl (მხოლოდ 2 ბავშვს აღმოაჩნდა 10 mcg/dl-ზე მეტი).

რას ვაპირებთ:

(1)     ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკური ცენტრების და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ „მიკრონუტრიენტთა დეფიციტის ზედამხედველობის გაძლიერების“ კოლაბორაციული პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან ხორციელდება ნუტრიციული ზედამხედველობის სისტემის ფორმირება და განვითარება. ამ ეტაპზე ზედამხედველობის სიტემაში ჩართულია სისხლის და შარდის ლაბორატორიული კვლევის კომპონენტი რკინის, ფოლატის და იოდის დეფიციტის გამოსავლენად როგორც ბავშვთა, ასევე ორსულთა კონტინგენტში. 2019 წლიდან სისტემაში ჩაერთვება ტყვიის კომპონენტიც.

 

(2)     გაეროს ბავშვთა ფონდი 2018 წელს (შემოდგომაზე) გეგმავს მრავალინდიკატორული პოპულაციური კვლევის (MICS) განხორციელებას; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით მოხდება კვლევის ფარგლებში ტყვიის პრობლემასთან დაკავშირებული რამდენიმე კითხვის დამატება და სისხლში ტყვიის განსაზღვრა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. კვლევა მოგვცემს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციას თუ რა მასშტაბის პრობლემასთნ გვაქვს საქმე  ბავშვთა, მოზარდთა და ზოგად პოპულაციაში. ამ მტკიცებულებებზე დაფუძნებით ადამიანის უფლებების საერთაშორისო ხელშეკრულებების, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავდება და დაინერგება შესაბამისი პრევენციული, საკანონმდებლო და სხვა სახის ინტერვენციები. აქ გაეროს ბავშთა ფონდმა გვთხოვა გარკვეული კონტრიბუცია, რომელიც ფინანსურად გამოხატება დაახოოებით 30-40 ათასი ლარის ფარგლებში (ფლეფოტომისტები და ლოჯისტიკა) რასაც კვლევის შედეგების მნიშვნელობიდან დავთანხმდით.

 

(3)     საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დავალებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დარგის ექსპერტებთან ერთად მუშაობს სისხლში ტყვიის კონცენტრაციის სკრინინგული კვლევის დიზაინზე და შესაბამისი რესურსების მოძიებაზე 2018 წელს შეძენილ იქნას 1000 ტესტი.  შემუშავდა კრიტერიუმები, ჩატარდა ბაზრის კვლევა. უახლოეს მომავალში დაიწყებაშესყიდვის  შესაბამისი პროცედურები.

 

(4)     უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ხორციელდება ტყვიის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ზრდა და ტყვიასთან დაკავშირებული რეკომენდაციების გაცემა ტყვიით მოშხამვის პრევენციის კვირეულის ფარგლებში. ტარდება სამუშაო შეხვედრები, მრგვალი მაგიდები ექიმებთან, პროფესიულ ასოციაციებთან, საღებავებთან მომუშავე პროფესიების წარმომადგენლებთან, და სხვ. გვაქვს მჭიდრო კავშირი გარემოსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოებთან. წელს კვირეული 22-28 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

 

პატივისცემით,

 

ამირანი