მოგესალმებით, ბატონო
დავით და
საუკეთესო
სურვილებით
მოგილოცავთ
სულთმოფენობის
დღესასწაულს.
ბოდიშს
ვიხდი, შესაძლოა
გაქვთ ინფორმაცია,
მაგრამ რადგან
სამედიცინო
დაწესებულებაში
მომხდარი ფაქტია,
მოკლედ მოგახსენებთ
ქუთაისის ინტერვენციულ
კლინიკაში ( ცხაკაიას
სახელობის
საავადმყოფო, ევექსის
ქსელი.) დღეს
ინტერნეტით
გავრცელებულ
შემთხვევასთან
დაკავშირებით - " მეოთხე
სართულიდან პაციენტი
გადმოხტა და ადგილზე
დაიღუპა". კლინიკიდან
მიღებული ინფორმაციით,
პაციენტს რამდენიმე
დღის უკან გაუკეთდა
ოპერაცია, პერიტონიტის
გამო. კლინიკაში
ყოფნისას გარდაეცვალა
და, რის შესახებაც
მისი მდგომარეობის
გათვალისწინებით, არ
ჰქონდა/არ მიაწოდეს
ინფორმაცია. ერთერთმა
ნაცნობმა, რომელმაც
სავარაუდოდ არ იცოდა
პაციენტის
ჯანმრთელობის
მდგომარეობისა და
დის გარდაცვალებაზე
არაინფორმირებულობის
შესახებ, ტელეფონით
მიუსამძიმრა...
ჩვენთვის მოწოდებული
ინფორმაციით, ამის
შემდეგ სავარაუდოდ,
ადგილი ჰქონდა
დერეფნის ერთერთი
ფანჯრიდან
გაპარვის
მცდელობას,
რომელიც უბედური
შემთხვევით
დასრულდა.
დაწყებულია
გამოძიება. ამ
ეტაპზე ჩვენი
ჩართულობის საჭიროება
არ იკვეთება.
უღრმესი პატივისცემით,
გია თვალავაძე