From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Amiran Gamkrelidze <gamkrelidzea@gmail.com>
Subject : Lead Content in Food
Received On : 03.01.2018 07:35


  სალამი ბატონო ამირან

 კიდევ ერთხელ გილოცავთ დღესასწაულებს!

 ასეთი საკითხია- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმეჯერ მოგვმართა თხოვნით, დავხმარებოდით შემდეგ მიმართულებაზე-

 ხშირად ხდება, რომ 
სურსათის უვნებლობის სამსახური" იღებს გარკვეულ კვების პროდუქტებზე სინჯებს, აგზავნის სამხარაულის ბიუროში, სადაც ადასტურებენ, რომ ამათუიმ 
ნივთიერების (მაგალითად ტყვიის)  შემცველობა ნორმას აღემატება.

 ამის შემდეგ საქმე გადაეცემა საგამოძიებო სამსახურს, რომელიც მთლიან პარტიას იღებს ქსელიდან და იწყებს გამოძიებას.

 გამოძიების პროცესში (სურსათის უვნებლობის სამსახური) იწვევს ექპერტ-ტოქსიკოლოგებს და ამის შემდეგ იწყება დაუსრულებელი პროცესი-
ზოგი ექსპერტი იძახის, რომ ამ შემთხვევაში (მაგალითად სუნელების) ტყვიის დონე 5 ჯერ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ ნორმას, რომ ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას,
ზოგიერთი ამბობს, რომ არა 7 ჯერ, არამედ 5 ჯერ, ზოგი მეტს და ზოგიც ნაკლებს.

 შედეგად სასამართლო პროცესები დროში იწელება, მეწარმეები ჩივიან ჩაგვრაზე და არის ერთი გაუგებრობა.


 ამას წინანდელ გაერთიანებულ შეხვედრაზე მე შევეცადე დამეფიქსირებინა პოზიცია, რომ

   სწორედ იმიტომ არის განსაზღვრული ამათუიმ პროდუქტში მაქსიმალური დასაშვები ზღვრები, რომ მასზე მეტი უკვე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და 
არანაირი (გაუთავებელი) მსჯელობები ექსპერტების მხრიდან არ არის საჭირო, შედეგი მაინც არ არის და ისევ გვთხოვენ ჩვენ დახმარებას.

  იმის მკაფიო გააზრებითაც კი, რომ ეს საკითხი (საკვებ პროდუქტში მძიმე მეტალების შემცველობა) მთლიანად "სურსათის უვნებლობის" თემაა, ხოლო ჩვენი კომპეტენციაა 
ამ ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმში შემცველობა, ფაქტია, რომ პროცესები ასე მიდის და საბოლოო ჯამში ეს ისევ ჩვენი პრობლემა ხდება.

 ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ ევროკავშირში ეს ორი მიმართულება (ჯანდაცვა და სურსათის უვნებლობა) გაერთიანებულია და მას ცალკე ევროკომისარი 
(ლიტვის ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ანდრიუკაიტისი) ყავს, იქნებ დაავალოთ თქვენს სპეციალისტებს, მოიძიონ ოფივიალური წყარო/რეფერენსი ან (ასეთის ვერ-მოძიების) შემთხვევაში
დაუკავშირდნენ ზემოთ ხსენებულ ევრო-კომისარიატს აღნიშნულ საკითხზე განმარტების თხოვნით.

 თუ საჭიროდ ჩათვლით, რამე დროს დავილაპარაკოთ ამ თემაზე, რადგან გამოსავალი (რომელიც მჯერა, რომ მოძებნადია) ჯერჯერობით არ ჩანს.

 წინასწარ გიხდით მადლობას
პატივისცემით
დათო