(გაგრძელება)
ვრცლად სამინისტროების შერწყმასა და ფუნქციების გადანაწილებასთან დაკავშირებით:
კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეერწყმება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ერქმევა - განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. რეალურად ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ქვეყანაში ადამიანური რესურსების განვითარებაზე.
(ადამიანური კაპიტალის განვითრებზე ორიენტირებული მიმართულებების გაერთიანება მის ეფექტურობას გაზრდის)
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო შეერწყმება იუსტიციის სამინისტროს;
ესაა განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. სწორედ ეს მოდელი წარმატებით მუშაობს განვითარებულ დემოკრატიებში.
Sent from my iPhone