From : 2D19B681-E266-49C9-8ADE-B6BDD860EA27@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 02.05.2018 13:43

ბატონო დავით! კანცელარიამ მოითხოვა ინფო ხვალინდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერის შესავლისთვის ახალ ააიპთან დაკავშირებით. 

ჩაგიგდებთ აქ მოკლე ინფოს და შემდეგ გადავუგზავნი კანცელარიას. 

სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მედიკამენტებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით. ჯერ კიდევ 2017 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის ქრონიკული დაავადებების 4 ჯგუფის (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაბეტის ტიპი 2 (არაინსულინდამოკიდებული)) სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამის პირობების თანახმად, მედიკამენტების 1 ლარად შეძენა შეუძლია ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველ პირს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა საერთო ბაზაში არ აღემატება 100 000 ქულას და აქვს ქრონიკული დაავადება.

ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებდით სწორ და თანმიმდევრულ მოქმედებებს, რათა საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდ ნაწილისთვის გაზრდილიყო ხელმისაწვდომობა ხარისხიან ფარმაცევტულ პროდუქტზე.

და დღეს უკვე ამის შედეგია ის, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფორმატის ფარგლებში შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,პარტნიორობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვისათვის“, რომელიც იზრუნებს მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე. ის არ იქნება ორიენტირებული მოგების მიღებაზე და მისი მეშვეობით მოხდება სხვადასხვა სოციალური ხასიათის პროექტების დაგეგმვა და/ან განხორციელება.

ჩვენი მიზანია მედიკამენტები ხელმისაწვდომი გავხადოთ პენსიონერებისათვის, შშმ პირებისათვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის. Sent from my iPhone