From : FEACBAA2-53F3-4CBE-9587-CB71916CC051@moh.gov.ge
To : David Sergeenko
Subject :
Received On : 13.03.2018 16:03

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აგრძელებს ა.ქაჯაიას სახ. სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული ვითარების შესწავლასა და მონიტორინგს. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ადგილზე ლიცენზიებისა და ნებართვების შესაბამისობას, ხოლო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ წარგზავნილი ჯგუფი - კლინიკურ მდგომარეობას სწავლობს. აუდიტის შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. დღესვე დაწესებულებაში გამოვლენილ გამოწვევებთან გამკლავებისა და ვითარების მართვის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი დაინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრობლემების ოპერატიულად აღმოფხვრისთვის ჯანდაცვის მინისტრის განკარგულებით შექმნილმა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო, რომელიც დაწესებულებაში 12 მარტს იმყოფებოდა. მონიტორთა ჯგუფმა ადგილზე კლინიკური, ადმინისტრაციული და ხარისხის კონტროლის მიმართულებით ვითარება შეისწავლა. ისინი დაწესებულებაში არსებული სიღრმისეული პრობლემების დეტექციისა და ლიკვიდაციისთვის სპეციალურ რეკომენდაციებს მოამზადებენ. 
სამინისტრო გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სერვისი და შეიქმნას ცხოვრებისა და მკურნალობისათვის შესაბამისი პირობები... სურამში არსებული ვითარება და გარემო რადიკალურად შეიცვლება, ბენეფიციარებს საშუალება ექნებათ მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურაში იცხოვრონ და ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის კურსი.
ანალოგიური ღონისძიებები გატარდება ფსიქიკური სერვისის მიმწოდებელ ყველა დაწესებულებაში, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს შეეძლოთ ღირსეულ გარემოში ცხოვრება და მკურნალობა.
მისასალმებელია ის ფაქტიც, რომ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს - ჩინეთის მთავრობა გეგმავს საქართველოს რეგიონებში, კერძოდ სამეგრელოსა და კახეთში ფსიქიკური სერვისის მიმწოდებელი , 2 ახალი დაწესებულების აშენებას და აღჭურვას. Sent from my iPhone