| From : | Sergeenko |
| To : | Kakhaber Dzimistarishvili |
| Subject : | Re: აუდიტის ანგარიში 2016 |
| Received On : | 05.06.2018 07:48 |
ეს ის ანგარიშია რომელშიც აცრების შედეგები და შარშანდელი პრობლემები იყო აღნიშნული ბატონო დავით, ანუ ეს უკვე დამტკიცებული ანგარიშია 2016 წლის. ე.წ. თარგმანი ჩვენ 2017 წლის ანგარიშზე გვინდა და ეს მალე იქნება
From: David Sergeenko
Sent: Tuesday, June 05, 2018 10:35 AM
To: Kakhaber Dzimistarishvili
Subject: Re: აუდიტის ანგარიში 2016მე მხოლოდ მას შემდეგ შემეძლება პოზიციის მიწოდება, რაც ანალიტიკურ/გადათარგმნილ რეპორტს ვნახავ.
Sent from my iPhoneბატონო დავით, მოგესალმებით!
წუხელ დამირეკეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, 2016 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის გასაჯაროებას (საიტზე გამოქვეყნება მათი ვალდებულებაა) ვაპირებთო უკვეო და ბატონ ჯავახიშვილს უკითხავს, ბატონმა დავითმა წაიკითხაო? რაიმე შენიშვნები ხომ არ აქვსო? თქვენ და მე, თუ გახსოვთ გავიარეთ ბატონი ზაზას და ამირანის შენიშვნები - გასაჩივრებას, რომ აპირებდნენ და თქვენ თქვით, რომ აღარ არის საჭიროო, მაგრამ მაინც, ყოველი შემთხვევისათვის კიდევ ერთხელ გადმოგიგზავნით ამ ანგარიშს და თუ მოიცლით, გადაავლეთ თვალი და მერე ვეტყვი მე მათ პასუხს. თუმცა, ეხლა ამ ანგარიშში არაფერი შეიცვლება. ეს უბრალოდ, თქვენს მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.
2017 წლის ანგარიშის ე.წ. თარგმნას მალე დავასრულებ და გადმოგიგზავნით. დღეს, დღის ბოლომდე აქვთ ჩვენებს შეპასუხებისათვის მასალების მომზადების ვადა და პასუხებს გადმომიგზავნიან. მე თქვენ გაგაგებინებთ ყოველივეს. მერე მივიღებთ გადაწყვეტილებას აუდიტის სამსახურისთვის შეტყობინების გადაგზავნაზე.
პატივისცმეით, კახა