From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>; Zaza Sopromadze;kdzimistarishvili@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; Gia Tvalavadze <gtvalavadze@moh.gov.ge>
Subject : Re: ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
Received On : 02.02.2018 07:11

საინტერესო სარჩელია!

ამ ლოგიკით საქართველოში (ან ბელორუს/უკრაინაში) რეზიდენტურა დამთავრებულმა შეიძლება ამერიკის ან გერმანიის მთავრობასაც უჩივლოს, რომ არ აღიარებენ მათ განსწავლულობას და იქაური გამოცდების ჩაბარებას და იქაური დიპლომის შემდგომი სწავლების გავლას თხოვენ!

 თუ ჩვენ გვნახეს "დაბალი ღობე"?

 ამ სარჩელისთვის სამინისტროს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია უნდა ქონდეს საკონსტიტუციო სასამართლოში წარსადგენად!


From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Friday, February 2, 2018 10:13 AM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>, Zaza Sopromadze <zsopromadze@moh.gov.ge>, "kdzimistarishvili@moh.gov.ge" <kdzimistarishvili@moh.gov.ge>, "mdarakhvelidze@moh.gov.ge" <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject: ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>

მოგესალმებით ბატონო დავით, კოლეგებო,

გიგზავნით ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოში შესულ ახალ სარჩელთან დაკავშირებით:
 

მოსარჩელეები: ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი, ნათია კახაძე.

მოპასუხე: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დავის საგანი:

„იმ ქვეყნების ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს, საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე და იმ ქვეყნების ნუსხის, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს“       საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2017 წლის 28 ივნისისის №01-42/ნ ბრძანებით დამტკციებული  (დანართი -2) - ის   მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ნორმატიული შინაარსი   --     „იმ შემთხვევაში, როცა უცხოეთში მიღებული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) ხანგრძლივობა ნაკლებია საქართველოში მოქმედ შესაბამისი საექიმო სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე და/ან პირს უცხოეთში დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) მიღებული აქვს კლინიკური ასპირანტურის ან კლინიკური ორდინატურის ფორმატში, სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაშვების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვალდებულების გარდა, ასევე, აუცილებელია, საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობის ფლობა, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესის მიხედვით.“

 

მოსარჩელის მოსაზრებით, სადავოდ გახდილი ნორმა წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციისმე-14 და მე-16 მუხლებთან. არღვევს თანასწორობისა და   პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ვინაიდან მოსარჩეელები მიიჩნევენ , რომ სხვა პირებს, რომლებმაც შესაბამისიპროგრამები სხვა სახელმწიფოებშიდაამთავრეს , ბრძანებისგამოცემამდესახელმწიფომ უღიარა მიღებულიგანათლება , მათ მიიღესსაექიმოსაქმიანობისთვისაუცილებელილიცენზია , ხოლო მოსარჩელეები და სხვა პირები, რომლებიც ბრძანების გამოცემამდე სწავლობდნენ სხვა სახელმწიფოში, შემოღებული რეგულაციით ეზღუდებათ ასეთი უფლების მოპოვება, რაც მათი მოსაზრებით არათანაბარ პირობებში აყენებს ამ ორ შესადარებელ კონტიგენტს. 

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ მოსარჩელეებს მინისტრის ნორმატიული ბრძანების აღნიშნული ნაწილი ასევე გასაჩივრებული აქვთ თბილისის საქალაქო სასამართლოშიც. მოცემულ საკითხზე ჯერ სხდომა არ ჩანიშნულა.

პატივისცემით,

ნათია ხმალაძე