| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Tamar Barkalaia |
| Subject : | Re: საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო ( ელზას წერილი 01-244) |
| Received On : | 09.01.2018 13:55 |
ბ-ნო დავით მოგესალმებით,
ელზას მიერ ატვირთულ წერილთან დაკავშირებით მინდა მოკლე განმარტება გავაკეთო.
ჩვენ გვაქვს აღებული ვალდებულება 2017-2018 წლების ანტიკორუფციული გეგმის თანახმად, რომ შევქმნათ საზოგადოებრივი ზედამხედველობის საბჭო, რომელიც მოახდენს პრევენციას, რომ შრომის ინსპექტორი
არ შევიდეს კორუფციულ გარიგებაში ბიზნესთან. ეს არის ერთგვარი მექანიზმი, რომელიც მოახდენს კორუფციული გარიგების რისკების შეფასებას და დადებს რეკომენდაციებს, რისკების შესამცირებლად. ამ საბჭოში წარმოდგენილი იქნება სამინისტრო და სამოქალაქო სექტორი. მსგავსი რეკომენდაცია
მივიღეთ სახელმწიფო აუდიტისგანაც.
მე დებულება ძალიან ზოგადი მეჩვენება და ვფიქრობ ამ ფორმით საბჭო არ იქნება ქმედითი ერთეული, მაგრამ ამ ეტაპზე, მანამ სანამ
OSH-ის კანონი და ინსპექციის უფლებამოსილებები არ არის ბოლომდე შეთანხმებული და ჩამოყალიბებული ვფიქრობ ჯობია ასე ზოგადი დარჩეს დებულება. ხოლო
წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად უფლებამოსილებებზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, შეგვიძლია შევცვალოთ დებულება და გავხადოთ უფრო ქმედითი დოკუმენტი.
იმედია ჩემი არგუმენტი თქვენთვის მისაღებია.
პატივისცემით,
თამუნა ბარკალაია