From : Sergeenko
To : Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Subject : Re: სასწრაფო_ცვლილებები "ქურდული სამყაროს" განმარტებებთან დაკავშირებით
Received On : 31.01.2018 10:28

კი ბატონო, დავავიზოთ.

Sent from my iPhone

On Jan 31, 2018, at 14:23, Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> wrote:

ბატონო დავით,

შსს ეხლა ატვირთკა კანონების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პასუხისმგებლობების გაზრდა / გაფართოება. კერძოდ:

-           არსებულ ჩანაწერებს ემატებათ ისეთი ტერმინები, როგორიცაა, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება“.

-          პროექტი ითვალისწინებს „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და „კანონიერი ქურდობისთვის“ სანქციის გაზრდასა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. აგრეთვე, დანაშაულად ჩაითვლება „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვა. აღნიშნული გულისხმობს „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მფარველობისთვის, მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისთვის, ქურდული გარჩევისთვის ან ნებისმიერი სხვა მოტივით მიმართვას.

-           თუ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის,  „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/„კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ჩამდენი პირი, ნებაყოფლობით განუცხადებს სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს აღნიშნულის შესახებ და მისი საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად ირკვევა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა დანაშაულის გახსნისათვის არსებითი პირობები, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები,  ქმედითი მონანიების გამო, აღნიშნული ხდება, გამოძიების შეწყვეტის ან/ და სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის  საფუძველი.

 
პატივისცემით, 
ნათია ხმალაძე