| From : | dsergeenko@moh.gov.ge |
| To : | Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge> |
| Subject : | Re: სურსათის უვნებლობა |
| Received On : | 08.01.2018 10:49 |
პატივისცემით,
-----Original Message-----
From: David Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
To: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Mon, 8 Jan 2018 09:55:41 +0000
Subject: Re: სურსათის უვნებლობათუ სწორად გავიგე, უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლება იმის საფუძველს, რომ შევძლოთ დავადასტუროთ ეს მოცემულობა-" მაქსიმალური დასაშვები რაოდენობა (ამა თუ იმ ნივთიერების ამა თუ იმ პროდუქტში) სწორედ იმიტომ არის "მაქსიმალური დასაშვები" რომ ამ რაოდენობაზე მეტი "პოტენციურად ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს". ?ახლა რა კონკრეტული ნაბიჯი შეგვიძლია გადავდგათ ამ "გაუგებრობის" მოსაგვარებლად?მაგალითად რომ მოგვწეროს საგამოძიებო სამსახურმა შეკითხვა, ჩვენ შეგვიძლია ეს წინადადება (შესაბამისი იურიდიული დახვეწით) განმარტების სახით მივწეროთ პასუხად?From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Monday, January 8, 2018 12:56 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: Re: სურსათის უვნებლობა
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>დიახ ბატონო დავით, მოცემული პოზიცია სრულად შეესაბამება არსებული კანონმდებლობის ჩარჩოს. შესაბამისად, ზღვრული ოდენობა გულისხმობს პროდუქტის უვნებლობას, ხოლო მისი გადაჭარბება - ქმნის საფრთხეს.აქვე დამატებით მინდა მოგახსენოთ, თათბირზე უფლებამოსილებების ბრძანების ჩაკითხვისას, რომ შეკითხვა/კომენტარი გქონდათ ინფექციურის ცენტრზე , ეს საკითხი იმიტომ გაჩნდა, რომ თუ გახსოვთ ბატონი ვალერის დროს აქტიურად განიხილებოდა ინფექციურის ცენტრის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულად პირად დაფუძნება. ეს ხალხი გამუდმებით დადიოდა სამინისტროში და ითხოვდა სტატუსის ცვლილებას (გრანტების მიღების შესაძლებლობის მოტივით). ბოლოს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ასეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი დაფუძნებულიყო, და ვინაიდან ამ შემთხვევაში დამფუძნებელი გახლდათ სამინისტრო ამიტომ ამ ა(ა)იპ-ის საქმიანობის კოორდინაცია და დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების ფუნქცია მოხვდა ჩვენს უფლებამოსილებების ბრძანებაში (ისევე როგორც გვაქვს ჩანაწერები ჩვენს მართვაში მყოფი შპს - რეგიონულ ჯანდაცვის ცენტრთზე).
თუმცა , ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაფუძნების შემდეგ ეს იურიდიული პირი მხოლოდ ფურცელზე არსებობს და ინფექციური ისევ ძველი სტატუსით აგრძელებს ფუნქციონირებას.
პატივისცემით,ნათია ხმალაძე
-----Original Message-----
From: David Sergeenko < dsergeenko@moh.gov.ge>
To: Natia Khmaladze < natia@moh.gov.ge>
Date: Fri, 5 Jan 2018 12:23:39 +0000
Subject: Re: სურსათის უვნებლობაჩვენ პრინციპში არც უნდა განვსაზღვროთ "რა დონით უქმნის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას ესათუ ის რაოდენობა" ისევე, როგორც ჩვენი კომპეტენცია არ არის დაექვემდებაროს თუ არა ესა თუ ის საქმე სისხლის სამართლებრივ დევნას.ამას სხვა დაწესებულებები მიხედავენ.ჩვენი საქმეა იმის ნათელი და გასაგები დეკლარირება, რომმაქსიმალური დასაშვები რაოდენობა (ამა თუ იმ ნივთიერების ამა თუ იმ პროდუქტში) სწორედ იმიტომ არის "მაქსიმალური დასაშვები" რომ ამ რაოდენობაზე მეტი "პოტენციურად ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს".ეს არის ჩვენი ამოცანა და თუ არსებული რეგლამენტი ამის საშუალებას იძლევა, ხომ კარგი და თუ არა, შევიტანოთ ცვლილება.From: Natia Khmaladze <natia@moh.gov.ge>
Date: Friday, January 5, 2018 3:14 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: სურსათის უვნებლობა
Resent-From: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>ბატონო დავით,
კიდევ ერთხელ გადავხედე აღნიშნული საკითხის ირგვლის არსებულ ნორმებს. შევნიშნავთ, რომ არსებული მოცემულობა არის შემდეგი:
კანონმდებელი მოითხოვს, რომ სურსათი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, თუ კონკრეტული პროდუქტის მახასიათებლები შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის ნორმებს (მათ შორის ზღვრულად დასაშვები პარამეტრებს, რასაც ადგენს მაგ. მთავრობის 09/11/2015 N567 დადგენილება) ითვლება, რომ პროდუქტი უვნებელია.
შესაბამისად, ისმის კითხვა თუ აჭარბებს რა ხდება? ამ შემთხვევაში კანონმდებელი მოიხსენიებს ორ ტერმინს „მავნე სურსათი“ და „საშიში პროდუქცია“.
მავნესურსათად მიიჩნევა, თუ:
ა) იგისაფრთხესუქმნისადამიანისსიცოცხლესან/დაჯანმრთელობას;
ბ) არარისმიზანშეწონილიადამიანისმიერმისიმოხმარება.
კანონმდებლობა სამწუხაროდ არ განმარტავს რა არის საშიში პროდუქცია, მას ვხვდებით მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის მიხედვითაც დგება პასუხისგებლობა შემდეგი კვალიფიკაციით:
1. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უკანონოდ გამოყენება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით სამ წლამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნაადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება დავასკვნათ, რომ თუ პროდუქტის მახასიათებლები შეესაბამება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს პროდუქცი აკმაყოფილებს უვნებლობის მოთხოვნებს (პროდუქტი უვნებელია). თუ არის გადაჭარბება, ამ შემთხვევაში პროდუქტი არ არის უვნებელი და გადადის მავნეს კატეგორიაში, რომლის დარღვევის ხარისხის გათვალისწინებით (ინდივიდუალური შემთხვევების გათვალისწინებით) შეიძლება მიიღოს „საშიში პროდუქტის“ კატეგორიაც, რაზედაც მსჯელობს კონკრეტული საგამოძიებო ორგანო.
ანუ იმის თქმა მინდა, რომ შეიძლება იყოს პროდუქტი მავნეს კატეგორიაში (მაგ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, - არ არის მიზანშეწონილი ადამიანისმიერმისიმოხმარება), მაგრამ არ იყოს საშიში ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
ასევე გავარკვიეთ როგორია პრაქტიკა:
სურსათის უვნებლობის სპეციალისტები კონკრეტულ პროდუქტში პარამეტრების დარღვევისას განსაზღვრავენ რამდენად ახდენს იგი ზეგავლენას ადამიანის სიცოცხლეზე ან ჯანმრთელობაზე და ან თვითონ აჯარიმებენ ადმინისტრეაციული წესით, ან აგზავნიან სამართალდამცავ ორგანოებში სისხლის დანაშაულის ნიშნების დასადგენად.
რაც შეეხება ჩვენი სამინისტროს პოზიციას აღნიშნულ საკითხზე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თავად შეკითვის შინაარსი. რას ითხოვენ, რის განმარტებას? მაგ. თაფლში ტყვიის შემცველობის მაქსიმალური ოდენობა დადგენილია 0.10 (მგ /კგ ნედლ წონაში) და რომ აღმოჩნდეს 0.11? (ანუ ისმის კითხვა უნდა დადგეს ამაზე სისხლის სამართლის 198-ე მუხლით გათვალისწინებულ პასუხისგებლობა თუ დარჩება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად - მიიჩნევა მავნე პროდუქტად (ა- საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ-არ არის მიზანშეწონილი ადამიანის მიერ მისი მოხმარება).
ამაზე ცალსახა პასუხი სამინისტროს გაუჭირდება, რამდენადაც დაკავშირებულია კონკრეტულ შემთხვევასთან და შესაბამის ექსპერტულ შეფასებასთან. ჩვენ ცალსახად შეიძლება ვთქვათ ის, რომ თუ აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმებს ესე იგი პროდუქცი უვნებელი არ არის, თუმცა რა დონეზე საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ამას ვერ ვიტყვით.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე