From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Maia Tabagari <maiatabagari@gmail.com>
Subject : Re: ფსიქიატრია
Received On : 13.03.2018 17:11

სურამის ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან მივლენილია სპეციალური მონიტორინგის ჯგუფი, რომლის ამოცანაა უმოკლეს ვადებში წარმოადგინოს იქ არსებული პრობლემების გადაჭრის გეგმა, რომ პაციენტებს საშუალება ქონდეთ მოწესრიგებულ გარემოში ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის კურსი.

 

 რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, დღეიდან დაწესებულების მართვას სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი განახორციელებს.

 

 რა ვითარებაა ამ მხრივ ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა დაწესებულებებში? (მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს. შესაძლებელია თითონვე გააგრძელოს)-

 

 შარშან დასრულდა ამ სისტემის სრული შეფასება და გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად ინფრასტრუქტურული მიმართულებით მოიაზრებს ორი ახალი კლინიკის აშენებას სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, ასევე არსებული დაწესებულებების კაპიტალურ რემონტს და მათი პარამეტრების დაახლოებას ფსიქიკური ჯანმრთელობის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტებთან

 

·      (აქ იგულისხმება “დე-ინსტიტუციონალიზაცია”, რომელიც შინაარსობრივად არის დიდი ზომის სტაციონარული დაწესებულებებიდან მცირე ზომის კლინიკების სისტემაზე გადასვლა, სადაც უპირატესობა მიენიჭება ამბულატორიულ მკურნალობას და სადაც პაციენტისათვის მაქსიმალური კომფორტი და საუკეთესო შედეგები იქნება უზრუნველყოფილი.)

 

 

 N.B. ჩინეთის მთავრობის გრანტზე (ჩემი აზრით) არ ღირს აქცენტირება, რადგან კონტრაქტი ჯერ ხელმოწერილი არ არის და წინასწარ ანონსმა რაიმე არა სასურველი გართულება არ გამოიწვიოს.






From: Maia Tabagari <maiatabagari@gmail.com>
Date: Tuesday, March 13, 2018 8:40 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Subject: ფსიქიატრია

ბატონო დავით, გიგზავნით სატესტო მეილს. 

პატივისცემით, 


--

მაია თაბაგარი

მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

საქართველო, თბილისი 0159, აკაკი წერეთლის გამზ 144

მობ: +995 599 693333