From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Tamar Gabunia <tgabunia@URC-CHS.COM>
Subject : Re: CCM Vice Chair resignation notice
Cc : Admin CCM <admin.ccm@caucasus.net>; secretary@ccm.caucasus.net
Received On : 18.05.2018 10:08
Attachments :

დიდი მადლობა ქალბატონო თამარ !

ყველა ჩვენთაგანისთვის დიდი პატივი და კომფორტი იყო თქვენთან მუშაობა.
წარმატებები ახალ სამსახურში!

პატივისცემით
დავით სერგეენკო

From: Tamar Gabunia <tgabunia@URC-CHS.COM>
Date: Friday, May 18, 2018 12:33 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: Admin CCM <admin.ccm@caucasus.net>, "secretary@ccm.caucasus.net" <secretary@ccm.caucasus.net>
Subject: CCM Vice Chair resignation notice

ბატონო დავით,

 

მოგესალმებით! მინდა გაცნობოთ, რომ გრძელვადიანი ხელშეკრულებით სამუშაოდ ფილიპინეზე გადასვლის გამო მიწევს ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს დატოვება. University Research Co-მ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით ორიოდე დღის წინ დაიწყო  ტუბერკულოზის პრევენციისა და მკურნალობის ახალიმასშტაბური პროექტის განხორციელება. ჩემი კანდიდატურა 15მაისს დაამტკიცეს პროექტის ტექნიკური ხელმძღვანელის პოზიციაზე და 3 ივნისიდან უნდა შევუდგე ამ მოვალეობის შესრულებას მანილაში.  

გარდამავალ პერიოდში, ვიდრე მოხდება საბჭოს მიერ ახალი კანდიდატის დამტკიცება მოხარული ვიქნები გავაგრძელო კომუნიკაცია სამდივნოსთან და საბჭოს წევრებთან მიმდინარე აქტივობების უწყვეტობის უზრუნველყოფის მიზნით.

აქვე მინდა მადლობა გითხრათ ამ წლების მანძილზე საბჭოში მუშაობის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილებისა და მხარდაჭერისთვის. იმედი მაქვს მომავალში კვლავაც მექნება საქართველოში ტუბერკულოზისა და შიდსის ეროვნულ პასუხში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობა.

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

 

Tamar Gabunia, MD, MPH

Senior Technical Advisor

Center for Innovations and Technology (CIT)

University Research Co. LLC

URC-50th-Signature-Block.png