From : Sergeenko
To : Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net>
Subject : Re: Request for CCM Support Letters
Cc : Sopo Belkania; admin.ccm@caucasus.net; irina_grdzelidze@yahoo.com
Received On : 28.03.2018 15:41

თანახმა ვარ

Sent from my iPhone

On Mar 28, 2018, at 16:57, Irina Grdzelidze <secretary@ccm.caucasus.net> wrote:

მოგესალმებით ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ გლობალური ფონდი ატარებს კონკურსს აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში წამალმდგრადი ტუბეკულოზის სერვისების გაუმჯობესებისა და აივ/შიდსის სერვისებზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მდგრადობის ხელშეწყობის მიზნით. გლობალური ფონდის მოთხოვნით კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებს მოეთხოვებათ საკოორდინაციო საბჭოს მხარდაჭერის წერილი ყველა ქვეყნიდან.

ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში მოგვმართა (1) მოლდოვის Center for Health Policy and Studies რომლის პარტნიორია WHO EURO ბიურო. და (2) Partners in Health-ამერიკული ორგანიზაცია, აქვს წარმომადგენლობა ყაზახეთში.

შიდსის ნაწილში აპლიკანტები არიან (1)Eurasian Harm Reduction Association რამდენიმე პარტნიორ ორგანიზაციასთან კონსორციუმში და (2)Ukrainian Alliance for Public Health.

საბჭომ უნდა განიხილოს განაცხადების მოკლე ვარიანტები (დეტალურ აქტივობებს და ბიუჯეტს არ აზიარებენ) და დაადასტუროს (1) ხომ არ არის ზედდება უკვე დაფინანსებულ პროგრამებთან და (2) თუ არის შემოთავაზებული ღონისძიებები შესაბამისობაში ქვეყნის სტრატეგიულ გეგმებთან.  ამჟამად -ნი თამარ გაბუნია აწარმოებს წინასწარ კონსულტაციებს საბჭოს წევრებთან შესაძლო გადაფარვების დადგენის მიზნით. საბჭოს შეუძლია მხარდაჭერა გამოხატოს არა რომელიმე ერთი, არამედ რამდენიმე აპლიკანტის მიმართ და გამოთქვას მზაობა, რომ გლობალური ფონდის  მიერ აპლიკანტის შერჩევის შემთხვევაში ითანამშრომლებს მასთან.

თქვენი თანხმობით, გავაზიარებთ აპლიკანტების მიერ გამომგზავნილ მასალებს საბჭოს წევრებთან, რათა მოხდეს შეთანხმება მხარდაჭერის წერილების გაცემის თაობაზე.

პატივისცემით,

ირინა