From : dsergeenko@moh.gov.ge
To : Kakhaber Dzimistarishvili
Subject : Re:
Cc : Noe Kinkladze
Received On : 04.06.2018 11:07

 ანუ ესაა სხვაობა?

      I.         სამინისტროს საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის დანართი N3.1 ერთეულ შემთხვევებში არ არის შესაბამისობაში კანონის დანართთან, კერძოდ:

N

მინისტრის 2017 წლის 6 ივლისის N01-156/ო  ბრძანებთ (2017 წლის 29 დეკემბერს N 01-291/ო ცვლილება) დამტკიცებული დანართი N3.1

ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების შესახებ კანონის  დანართი

1

მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (35 03 01)

საბაზისო მაჩვენებელი - სიკვდილიანობის (1) მაჩვენებელი 100 მოსახლეზე - 13.3

საბაზისო მაჩვენებელი - ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი (100 მოსახლეზე): 13,3;

2

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა  (35 04)

საბაზისო მაჩვენებელი -

·       ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა და  აღჭურვა ( სამედიცინო  აპარატურით და  ავეჯით,  საოფისე  ავეჯით,  საოჯახო ტექნიკითა და  ინვენტარით)  - 100%;

·        სსიპ  -ლ.  საყვარელიძის  სახელობის  დაავადებათა  კონტროლისა  და  საზოგადოებრივი  ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშნებლობა - 100%;

·       „ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ პროექტირება - 100% და მშნებლობა - 40%; (2)

საბაზისო მაჩვენებელი -

·       ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა და აღჭურვა (სამედიცინო აპარატურით და ავეჯით, საოფისე ავეჯით, საოჯახო ტექნიკითა და ინვენტარით) - 100%;

·       სსიპ-ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა - 100%.



პირველი   მექანიკური შეცდომაა და ახსნად/გამოსწორებადია და მეორე ვერ გავიგე- მინისტრის ბრძანებაში წერია "ინფექციური პათოლოგიის და შიდსის…" მშენებლობა და "ბიუჯეტის კანონში" არა ?

არადა ეს რეალურად მიმდინარე პროექტია ხომ? ჩვენ ხომ არ მოგვიგონია? აქ სადაა კანონთან კოლიზია, ვერ ვხვდები… 

From: Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Date: Monday, June 4, 2018 3:00 PM
To: Davit Sergeenko <dsergeenko@moh.gov.ge>
Cc: Noe Kinkladze <nkinkladze@moh.gov.ge>
Subject:

ბატონო დავით,

ეს არის 2 ცვლილების საკითხი, რაც უნდა განვახორციელოთ სასწრაფოდ, რადგანაც არ ემთხვევა ბრძანების შინაარსი კანონის დანართის შინაარსს და უნდა წარმოგიდგინოთ ბრძანების პროექტი ეკონომიკურმა სამსახურმა.


რაც შეეხება 2017 წლის ბიეჯეტის ანალიზში დაფიქსირებულ მონაცემებს, იქაც იყო განსხვავებები, მაგრამ 2017 წლის ივლისის თვეში გამოცემულმა ბრძანებამ ძალადაკარგულად გამოაცხადა ის. ეხლა, წელს, ივლისში დღეს მოქმედი ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად და სავარაუდოდ, ისევ ჩარჩება შიგ გარკვეული შეუსაბამობები. ამიტომ, ბატონმა ნოემ ამ ორი ცვლილებით უნდა წარმოგიდგინოთ ცვლილების პროექტი.


რაც შეეხება, სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს, დავიწყე მასზე მუშაობა და დღის ბოლოს, ან მაქსიმუმ ხვალ დილას მექნება "გადათარგმნილი" ვარიანტი სრულად, მანამდე  ვერ დავასრულებ  და სანამ აუდიტის სამსახურში გვექნება ამ საკითხების განხილვა, მანამდე აქ განვიხილოთ პროცესის ყველა მონაწილესთან ერთად.  ყველა მათგანისთვის დაგზავნილია.


პატივისცემით, კახა