From : Sergeenko
To : Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Subject : Re:
Received On : 19.01.2018 05:58

სალამი კახა გილოცავ ნათლისღებას! არ ვიცი ამ პერიოდში რამდენად ღირს ჩვენი შესწავლა, რადგან აუდიტი უკვე სწავლობს და როგორც გუშინ მითხრეს, მომავალ კვირას აპირებენ დასკვნის დადებას. ან შეიძლება პირიქით კარგიც იყოს, რომ ამ პერიოდში პარარელურად ვეთანამშრომლოთ სახელმწიფო აუდიტს, რომ ამ მოცულობითი და სპეციფიური პროექტის სრულყოფილი შესწავლა შეძლონ. ყოველ შემთხვევაში ეს დღეები კომუნიკაცია გქონდეს სახ.აუდიტთან და პროაქტიულად შესთავაზე დახმარება მონაცემთა მოპოვებაში თუ ინტერპრეტაციაში. კეთილი სურვილებით დათო Sent from my iPhone > On Jan 18, 2018, at 21:03, Kakhaber Dzimistarishvili wrote: > > ბატონო დავით, მე, ავწონ-დავწონე იმუნიზაციასთან დაკავშირებული თემები, > რისკები და ა.შ. და, გადავწყვიტე შემოგთავაზოთ, რომ შიდა აუდიტის > დეპარტამენტი ჩემი ხელმძღვანელობით, ჩემი მოადგილისა და შიდა აუდიტის > სამმართველოს უფროსთან ერთად შევა NCDC-ში და ჩაატარებს შესაბამისობის > აუდიტს, რასაც გეგმავს აუდიტის სამსახურიც, ავიღებთ იმავე პერიოდს, ანუ 2017 > წელს შესასწავლად, დავდებთ ზუსტ, სწორ და რეალურ დასკვნას, რაც იქნება > ყოველგვარი მითქმა-მოთქმისა და ინტერპრეტირებების დასასრული. შესაბამისად, ეს > იქნება გამოწვევა ჩვენთვისაც (დეპარტამენტისთვის) და აუდიტის სამსახურისთვისაც. > > გთხოვთ, თქვენს თანხმობას, თქვენი მივლინებიდან დაბრუნებისთანავე > შესაბამისობის აუდიტის დაწყებაზე. პროცედურულად ვუზრუნველყოფთ ყველაფერს > გადაწყვეტილების შემთხვევაში. > > მადლობა > > პატივისცემით, კახაბერ ძიმისტარიშვილი > > საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, > შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი > >