საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030185494062215
             № 01-27/ო 30 / იანვარი / 2015 წ.             
საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში (სილამაზის, ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონები/კაბინეტები) ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შეფასების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-4 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის (ჯანმრთელობი დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპია სახელმწიფოს, საზოგადოების, თიოთოეული მოქალაქის მონაწილეობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაში, საცხოვრებელი, სამუშაო და დასასვენებელი გარემოს დაცვაში), მე-15 მუხლის (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს), მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის (ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო მართვის მექანიზმია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმირება და ეპიდემიოლოგიური კონტროლი), 74-ე მუხლის (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  შეიმუშავებს განსაკუთრებით გავრცელებული გადამდები და არაგადამდები დაავადებების ეპიდემიოლოგიური შესწავლის, მკურნალობისა და პროფილაქტიკის ღონისძიებებს), 81-ე მუხლის (სახელმწიფო წარმართავს ენტერული და პარენტერული ჰეპატიტების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, დისპანსერული მეთვალყურეობის, მკურნალობისათვის საჭირო ღონისძიებებს), 88-ე მუხლის (დაავადებათა პროფილაქტიკა და მოსახლეობისათვის ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სახელმწიფო პრიორიტეტია; სახელმწიფო ქმნის წანამძღვრებს განსაკუთრებით სასწავლო, სამუშაო და დასასვენებელ-გასართობ დაწესებულებებში დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად), „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების (ყველა ადამიანი ვალდებულია: არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას; დაიცვას სანიტარიული და ეპიდემიოლოგიური ნორმები; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია წარმოებასა და ტექნოლოგიურ პროცესებში სანიტარიული ნორმების დარღვევით გამოწვეული ყველა საგანგებო სიტუაციის შესახებ), მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების (სამინისტრო უზრუნველყოფს გადამდები დაავადებების ეპიდზედამხედველობას და პრევენციას),  31-ე მუხლის (სამინისტროს უფლებამოსილებებია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოლიტიკის განსაზღვრა; საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მონიტორინგის განხორციელება; გადამდები დაავადებების, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში ინფექციების გავრცელების პრევენციის, მართვისა და აღკვეთის ღონისძიებებსა და მეთოდებ განსაზღვრა), 36-ე მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,  

 ვბრძანებ: 

1. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდეგში - ცენტრი) საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში (სილამაზის, ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონები/კაბინეტები) ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შეფასება.

2. ეთხოვოს  მუნიციპალური ორგანოებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებს, ხელი შეუწყონ ცენტრს ზემოაღნიშნული ღონისძიების განხორციელებაში.

3. შეფასების ფარგლებში  ცენტრმა უზრუნველყოს:

ა) საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტებში (სილამაზის, ტატუირების, პირსინგის, აკუპუნქტურის სალონები/კაბინეტები) ინფექციური კონტროლის კუთხით არსებული ვითარების შეფასება დანართი 1-ით, დანართი 2-ით, დანართი 3-ითა და დანართი-4-ით დამტკიცებული კითხვარების შესაბამისად;

ბ)  შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შედეგების სამინისტროსათვის წარდგენა.

 4. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




 

მინისტრი
დავით სერგეენკო