|
|||||
|
|||||
|
სტომატოლოგიური
პროფილის კლინიკებში ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული
ვითარების შეფასების მიზნით მონიტორინგის განხორციელების შესახებ
|
|||||
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დავის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდეგში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდეგში - სააგენტო) სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებში 2015 წლის 23 იანვრიდან ინფექციური კონტროლის მიმართულებით არსებული ვითარების შეფასების მიზნით მონიტორინგის განხორციელება. 2. მონიტორინგის ფარგლებში სააგენტომ უზრუნველყოს: ა) სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებში ინფექციური კონტროლის ღონისძიებების განხორციელების შესწავლა/შეფასება, დანართი 1-ითა და დანართი 2-ით დამტკიცებული კითხვარების შესაბამისად; ბ) შესწავლა/შეფასების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის პირველადი ანალიზი და შედეგების სამინისტროსათვის წარდგენა. 3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |