|
|||||
|
|||||
|
სასწრაფო
სამედიცინო დახმარების მართვის და მომსახურების განმახორციელებელი
სუბიექტებისთვის გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის
შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ
|
|||||
|
,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ პუნქტისა და მე-15 მუხლის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვის და მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტებისთვის გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით: ა) ზურაბ უტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი; ბ) ზვიად ჟიჟილაშვილი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის კატასტროფების მართვის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი; გ) ეკა კაპანაძე - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; დ) ეთერ ყიფიანი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ე) დავით გვენეტაძე - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ვ) ლალი ჩუთლაშვილი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ზ) რუსუდან სოლომონიძე - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, სამუშაო ჯგუფის წევრი; თ) ნათია ნოღაიდელი - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ი) ლელა წოწორია - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; კ) გიორგი შათირიშვილი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი; ლ) შორენა მაღრაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი; მ) ფლორა კვერნაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მონიტორინგისა და ხარისხის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი; ნ) მაკა მაისურაძე -
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციული ანალიტიკური
დეპარტამენტის ინფორმაციული მართვის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის
წევრი. 2. სამუშაო ჯგუფში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოს: ა) მზია ჯოხიძეს - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე; ბ) ალექსი ბარათაშვილს - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განყოფილების უფროსი; გ) შორენა შუბითიძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი; დ) ნათია გრიგოლაშვილს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი; ე) ეკა გამრეკლიძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე; ვ) სოფიო გვენცაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე; ზ) მაია შენგელიას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე; თ) ნიკოლოზ გორგოძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე; ი) ია როგავას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე; კ) ნათია კოჩაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი; ლ) ნათია ბიწაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი. 3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს: ა) განსაზღვროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზეზის/ინციდენტის ტიპები; ბ) ინციდენტის ტიპების სამედიცინო პრიორიტეტებად კლასიფიკაციის მიზნით შეიმუშავოს: ბ.ა) გამოძახების ინიციატორის გამოკითხვის სტანდარტული ფორმა-კითხვარი, ბ.ბ) პაციენტის მდგომარეობის შეფასების და კატეგორიზაციის პროტოკოლი ინციდენტის ტიპის სირთულის მიხედვით, ბ.გ) ინციდენტის კატეგორიის მიხედვით სამედიცინო პრიორიტეტის მინიჭების მექანიზმი და ფორმატი; გ) განსაზღვროს თითოეული პრიორიტეტის შესაბამისი სამედიცინო რეაგირების ტიპი (გადაუდებელი რეაგირება, სწრაფი რეაგირება, დაყოვნებული რეაგირება) და რეაგირების (გამოძახების ადგილზე მისვლის) დრო; დ) შეიმუშავოს გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგის/შეფასების და ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმი; ე) მოამზადოს გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის დანერგვის გეგმა-გრაფიკი; ვ) წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს პერიოდული ანგარიში სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. 4. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი: ა) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს; ბ) უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას; გ) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამუშაო განრიგს და ჯგუფის წევრების ამოცანებს; დ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად; ე) უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის შესახებ პერიოდული/რეგულარული შუალედური პროგრეს ანგარიშების მომზადებას და ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაზიარებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 5. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს. 6. კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე. 7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი დავით სერგეენკო |