საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030143448869314
             № 01-172/ო 07 / ივლისი / 2014 წ.             
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვის და მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტებისთვის გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის ,,დ“ პუნქტისა და  მე-15 მუხლის,  „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მართვის და მომსახურების განმახორციელებელი სუბიექტებისთვის გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ზურაბ უტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) ზვიად ჟიჟილაშვილი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის კატასტროფების მართვის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ეკა კაპანაძე -  სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ეთერ ყიფიანი  -  სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) დავით გვენეტაძე - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) ლალი ჩუთლაშვილი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) რუსუდან სოლომონიძე - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) ნათია ნოღაიდელი -  სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) ლელა წოწორია - სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და პროგრამების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) გიორგი შათირიშვილი - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ლ)  შორენა მაღრაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ)  ფლორა კვერნაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მონიტორინგისა და ხარისხის მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ)  მაკა მაისურაძე - სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციული ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული მართვის სამმართველოს უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი.

2.       სამუშაო ჯგუფში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოს:

ა) მზია ჯოხიძეს - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე;

ბ) ალექსი ბარათაშვილს - ქალაქ თბილისის მერიის სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განყოფილების უფროსი;

გ)   შორენა შუბითიძეს  - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი;

დ) ნათია გრიგოლაშვილს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ -  „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი;

ე) ეკა გამრეკლიძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე;

ვ)  სოფიო გვენცაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე;

ზ) მაია შენგელიას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ  - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე;

თ) ნიკოლოზ გორგოძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე;

ი) ია როგავას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის ცვლის უფროსის მოადგილე;

კ) ნათია კოჩაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი;     

ლ) ნათია ბიწაძეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - „112“-ის ოპერატიული მართვის სამსახურის სპეციალისტი.

3.       დაევალოს სამუშაო ჯგუფს:

ა)   განსაზღვროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიზეზის/ინციდენტის  ტიპები;

ბ)   ინციდენტის ტიპების სამედიცინო პრიორიტეტებად კლასიფიკაციის მიზნით შეიმუშავოს:

ბ.ა)    გამოძახების ინიციატორის გამოკითხვის სტანდარტული ფორმა-კითხვარი,

ბ.ბ)  პაციენტის მდგომარეობის შეფასების და კატეგორიზაციის პროტოკოლი ინციდენტის ტიპის სირთულის მიხედვით,

ბ.გ) ინციდენტის კატეგორიის მიხედვით სამედიცინო პრიორიტეტის მინიჭების მექანიზმი და ფორმატი;

გ) განსაზღვროს თითოეული პრიორიტეტის შესაბამისი სამედიცინო რეაგირების ტიპი (გადაუდებელი რეაგირება, სწრაფი რეაგირება, დაყოვნებული რეაგირება) და რეაგირების (გამოძახების ადგილზე მისვლის) დრო;

დ) შეიმუშავოს გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის ფუნქციონირების მონიტორინგის/შეფასების და ხარისხის გაუმჯობესების მექანიზმი;

ე)     მოამზადოს გამოძახების პრიორიტეტების განსაზღვრის სისტემის დანერგვის გეგმა-გრაფიკი;

ვ)  წარუდგინოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს პერიოდული ანგარიში სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ.

4.    სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი:

ა)   იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;

ბ)   უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;

გ)    განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამუშაო განრიგს და ჯგუფის წევრების ამოცანებს;

დ)  საჭიროების შემთხვევაში იწვევს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს და ექსპერტებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად;

ე)   უზრუნველყოფს სამუშაო პროცესის შესახებ პერიოდული/რეგულარული  შუალედური პროგრეს ანგარიშების მომზადებას და ამ ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაო ჯგუფის წევრებთან გაზიარებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

5. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს  სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტს.

6.  კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი მახათაძე.

7.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

მინისტრი
დავით სერგეენკო