საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030130595316714
             № 01-99/ო 02 / მაისი / 2014 წ.             
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიმწოდებელთათვის პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის წესისა და ჰოსპიტალიზაციის სქემის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტისა და  მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად,

: 

            1. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიმწოდებელთათვის პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის წესისა და ჰოსპიტალიზაციის სქემის შემუშავების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:

ა) დიმიტრი მახათაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი;

ბ) მარინა დარახველიძესაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

გ) ზურაბ უტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი,  სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ნათია ნოღაიდელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ეთერ ყიფიანი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

ვ) თამარ მიქელაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის რეგულირების სამმართველოს სპეციალისტი,  სამუშაო ჯგუფის წევრი;

ზ) გოდერძი იმნაიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე,  სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) ზაზა აბრამიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული  სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაციულ-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი,  სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი)   თეიმურაზ ხარაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიუფროსი, სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ)   გიორგი შათირიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური  დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრიუფროსის მოადგილე, სამუშაო ჯგუფის წევრი.

 

     2. სამუშაო ჯგუფში წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება ეთხოვოს:

ა) შალვა ბრაჭულს - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი; 
ბ) მზია ჯოხიძეს - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე; 
გ) გიორგი გოცაძეს - საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი;
დ) ნინო ბუცხრიკიძეს
- საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციის წევრი
 

               3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს:

             ა) სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურების მიმწოდებელთათვის პაციენტთა ჰოსპიტალიზაციის წესისა და ჰოსპიტალიზაციის სქემის  შემუშავება  და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის წარდგენა, არაუგვიანეს 2014 წლის 17 ივნისისა;

            ბ) სამუშაო ჯგუფის პირველ შეხვედრაზე მოამზადოს და დაამტკიცოს რეგლამენტი, რომლითაც განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის შეხვედრების განრიგი და შესაბამისი კონკრეტული აქტივობები.

      
4. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი:

     ა)  იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს;
    
)  უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;
  
) საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის წევრისათვის შესასრულებელ კონკრეტულ ამოცანებს;
   
) საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად უზრუნველყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტების  (ექსპერტების) მოწვევა.

     5. სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ორგანიზაციულ–ტექნიკური უზრუნველყოფა დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტს.

      6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 
 

   

 

 
 

       


 

მინისტრი
დავით სერგეენკო