,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით
დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ნ“ და ,,ჟ”
ქვეპუნქტების, მე-19 მუხლისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1.
რეგიონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩამოყალიბებისთვის
საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების ხელშეწყობის მიზნით
შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზურაბ უტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის ხელმძღვანელი;
ბ) თეიმურაზ სინჯიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
გ) გია კაკუშაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
დ) გიორგი გომარელი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ე) მარინა დარახველიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ვ) შალვა ბაღაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ) კახაბერ ჟღენტი -საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მრჩეველი, ჯგუფის წევრი;
თ) გიორგი ბუთხუზი - შპს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის” დირექტორის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
ი) დავით ტორუა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) მეგი გვრიტიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი.
2. სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართოს საჭიროებისამებრ.
3. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც:
ა) უძღვება სამუშაო ჯგუფის საქმიანობას;
ბ) განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს სამუშაო ჯგუფის სხდომებს.
დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი დარგის ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევას.
3. სამუშაო ჯგუფმა:
ა) მოამზადოს წინადადებები საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში მოქმედი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების კონსოლიდაციისა და მათ ბაზაზე ერთიანი, სახელმწიფო მართვაში არსებული, რეგიონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩამოყალიბების თაობაზე;
ბ) შეიმუშაოს ერთიანი, სახელმწიფო მართვაში არსებული, რეგიონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბებისა და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა.
4. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დიმიტრი მახათაძემ.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,რეგიონალური სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისა და გატარების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 ოქტომბრის №01-218/ო ბრძანება.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
მინისტრი

დავით სერგეენკო