საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო
MINISTRY OF LABOUR, HEALTH AND SOCIAL
AFFAIRS OF GEORGIA
KA030151511976214

საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge

144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge

   № 01/63296 25 / ივლისი / 2014 წ.    
დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და
ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში
სახელმწიფო რწმუნებულს-გუბერნატორს
ბატონ ნუგზარ ყიფიანს




ბატონო ნუგზარ,

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი წერილი (№1579, 25.06.2014 წ.), რომელიც ეხება თიანეთის სამედიცინო ცენტრში შპს „ჯეო ჰოსპიტალსის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც გამოიხატება სერვისების გარკვეული ნაწილის მიწოდების შეჩერებით.

გაცნობებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სადაზღვევო კომპანიების საკუთრებაში არსებული, მაღალმთიან რაიონებში მოქმედი სამედიცინო ცენტრების, მ.შ. თიანეთის სამედიცინო ცენტრის შემდგომი მოწყობის ოპტიმალური ალტერნატიული გზების ძიების კუთხით. საკითხი არაერთხელ იქნა განხილული „სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასის დადგენის, მზღვეველი კომპანიის გამოვლენისა და კონკურსის შედეგად გამოვლენილი მზღვეველის ან ამხანაგობის მიერ აღებულ ვალდებულებათა შესრულებისა და ასევე, პროგრამის ზედამხედველობის მიზნით შექმნილ უწყებათაშორის კომისიაზე“. საბოლოოდ, სადაზღვევო და ოპერატორ კომპანიებთან ერთობლივი ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შედეგად, ზემოაღნიშნული კომისიის მიმდინარე წლის 9 ივლისის მე-18 სხდომაზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება მაღალმთიან რაიონებში, მ.შ. თიანეთის რაიონში მოქმედი სამედიცინო ცენტრის სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვის თაობაზე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საქართველოს მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ, გარდამავალ ეტაპზე, განხორციელდება მოსამზადებელი სამუშაოები ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად, ამასთან, უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო ცენტრის შეუფერხებელი ფუნქციონირება, რათა საფრთხის ქვეშ არ დადგეს მოსახლეობისათვის საჭირო სამედიცინო სერვისების უწყვეტ რეჟიმში მიწოდება.

 

პატივისცემით,


 

მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი მახათაძე