საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
KA030144237139714
             № 01-6/ო 14 / იანვარი / 2014 წ.             
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ

„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების პირველი მუხლის, ამ დადგენილებით დამტკიცებული ,,კომისიის საქმიანობის წესის“ მე-6 მუხლის მე-7 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ და „ნ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,   

ვბრძანებ: 

1. შეიქმნას „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით კომისია (შემდგომში - კომისია) შემდეგი შემადგენლობით: 

ა) დავით სერგეენკო - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,  კომისიის თავმჯდომარე;

მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ხათუნა ჩაჩავა  - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

დ) ნათია გულუა  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი, კომისიის  წევრი;

ე) ვლადიმერ კეპულაძე - სსიპ  ,,სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს”  კონტროლის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ვ) მაია ქიმერიძე  - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს”  ეკონომიკური დეპარტამენტის სამედიცინო მიმართულების ფინანსური ადმინისტრირების სამმართველოს  უფროსი, კომისიის წევრი;

ზ) ნინო ვარდია  - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.

2. ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთათვის სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ შესაბამისი  გადაწყვეტილების მიღება კომისიამ უზრუნველყოს შემდეგი სპეციალური შემადგენლობით:

ა)   დავით სერგეენკო  - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი,  კომისიის  თავმჯდომარე;

ბ) ზურაბ უტიაშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი,   კომისიის  თავმჯდომარის  მოადგილე; 

გ) ნოე  ქინქლაძე - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დირექტორი,  კომისიის წევრი;

დ) ზაზა რუხაია - სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” დირექტორის მოადგილე, კომისიის წევრი;

ე) კახა ძიმისტარიშვილი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

ვ) ხათუნა ჩაჩავა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი, კომისიის წევრი;

ზ) ქეთევან ბაკარაძე- აფხაზეთის ა/რ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, კომისიის წევრი;

თ)   ზურაბ უგლავა - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის წევრი;

ი)  ზვიად ზვიადაძე - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის  საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  აფხაზეთის  ა/რ,  ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, კომისიის წევრი;

კ)  თამაზ ბესტაევი - საქართველო, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი, კომისიის წევრი;

ლ) გაიოზ თალაკვაძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი,  კომისიის წევრი;

მ) ნოდარ ყანჩაველი - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის წევრი;

ნ)  ანა თომაძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის კატასტროფების მართვის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, კომისიის წევრი;

ო) ნინო ვარდია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის  დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი,   კომისიის მდივანი.

3.  ,,რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების დაფინანსების თაობაზე შემოსული განცხადებები/შუამდგომლობები შევიდეს საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა  და სოციალური  დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველოში.

            4. სამინისტროს  ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საორგანიზაციო სამმართველომ უზრუნველყოს:

ა) მოქალაქის/დაწესებულების/ორგანიზაციის (შემდგომში - განმცხადებელი) მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების აღრიცხვა, მისი ტექნიკური და პირველადი ექსპერტიზა, რაც გულისხმობს საბუთების სრულყოფილად  წარმოდგენის სისწორის შემოწმებას და დახარისხებას შესაბამის კომისიაზე განსახილველად;

ბ) განცხადების/შუამდგომლებისა და მასზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისად, განმცხადებლის ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 3 ნოემბრის №331  დადგენილებით (შემდგომში - დადგენილება) განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის განსაზღვრა;

გ) შემოსულ განცხადებებზე სრულყოფილი ინფორმაციის მოძიება წერილობით, ელექტრონულად ან სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომისიის სხდომაზე განსახილველად;

დ) კომისიის თავმჯდომარესთან კომისიის მოწვევის საკითხის განხილვა, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე განმცხადებლის ინფორმირება ზეპირად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ან წერილობითი ფორმით სამართველოს უფროსის ხელმოწერით;

ე) ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მოქალაქეთათვის მათ მიერ შემოტანილი დოკუმენტაციის ან მათი ასლების გაცემის უზრუნველყოფა შესაბამისი განცხადების საფუძველზე, სამმართველოს უფროსის ხელმოწერით.

5. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს:

ა) კომისიის სხდომის წევრების გაფრთხილებას სხდომის ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ;

 ბ) კომისიის სხდომის ორგანიზაციულ-ტექნიკური საკითხების მოგვარებას;

გ) კომისიის წევრებისათვის სხდომაზე განსახილველი საკითხების სპეციფიკის გაცნობას, მათ შორის განმცხადებელთა მიერ დადგენილებით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმთან შესაბამისობის/შეუსაბამობის შესახებ;

დ) კომისიის შესაბამისი ოქმის ამონაწერის გაკეთებას კომისიის მიერ დაფინასებული განმცხადებლის  სახელის, გვარის, პირადი ნომრის, დაფინანსების ადგილისა და დაფინანსების ოდენობის შესახებ;

ე) სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის“ კომისიის სხდომის ოქმის ამონაწერის მიწოდებას (რომელიც დასტურდება კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერით), რის საფუძველზეც ხორციელდება დაფინანსება;

ვ) კომისიის გადაწყვეტილებების აღრიცხვას, შენახვასა და დაცვას დადგენილი წესის შესაბამისად.

6. კომისიის გადაწყვეტილება (ამონაწერი სხდომის ოქმიდან) სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” გადაეცემა მხოლოდ მატერიალური ფორმით.

7.  ძალადაკარგულად გამოცხადდეს  „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შემადგენლობის განსაზღვრისა და მისი საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის  16 ნოემბრის   N01-316/ო ბრძანება.

8.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 



 

მინისტრი
დავით სერგეენკო