|
|||||
|
|||||
|
სასწრაფო
სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის შეფასების მიზნით სპეციალური
ჯგუფის შექმნის შესახებ
|
|||||
|
„საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“
ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 1. ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის შეფასების მიზნით შეიქმნას სპეციალური ჯგუფი (შემდგომში - ჯგუფი) შემდეგი შემადგენლობით: ა) კახაბერ ძიმისტარიშვილი
- საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
(შემდგომში - სამინისტრო) შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის
ხელმძღვანელი; ბ) ეკა შარაძე
- სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების
სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (ამავე სამმართველოს უფროსის მ/შ),
ჯგუფის წევრი; გ) გიორგი გვალია - სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის შტატგარეშე მუშაკი, ჯგუფის წევრი; დ) დავით ტორუა
- სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის
დეპარტამენტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი (ამავე
დეპარტამენტის უფროსის მ/შ), ჯგუფის წევრი; ე) ზვიად ჟიჟილაშვილი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის კატასტროფების მართვის სამმართველოს უფროსი, ჯგუფის წევრი; ვ) ეთერი ყიფიანი - სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი; ზ) ლუკა სალუქვაძე
- სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო
საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის
მთავარი სპეციალისტი, ჯგუფის წევრი. 2. ჯგუფმა უზრუნველყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სისტემის ეფექტიანობის
შეფასება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მმართველობის სფეროში
შემავალი სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და
სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სასწრაფო
სამედიცინო დახმარების ცენტრის ბაზაზე და შესაბამისი ინფორმაციის
წარმოდგენა. 3. ეთხოვოს ქ.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ხელი შეუწყოს ამ ბრძანებით განსაზღვრული
ჯგუფის მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში, გამოყოს წარმომადგენელი, მათ
შორის ჯგუფში მონაწილეობის მისაღებად. 4. დაევალოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს (თ. ხარაშვილი), უზრუნველყოს ჯგუფის მუშაობის ხელშეწყობა.
მინისტრი დავით სერგეენკო |