|
||||
|
||||
|
მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის ღონისძიებათა დაგეგმვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსს ქალბატონ სოფიო უმიკაშვილს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო სოფიო, მიმდინარე წლის 20 მაისის №51371 თქვენი წერილის პასუხად, რომელიც ეხება სამაჩაბლოს რეგიონის კომფლიქტის ზონის საზღვრისპირა სოფლებში მიმდინარე საქმიანობის განხორციელების საკითხს, გაცნობებთ, რომ საზღვრისპირა სოფლებში განხორციელდა შპს ,,შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის” ჩამოყალიბება, რომელშიც გაერთიანდა 23 საზღვრისპირა ამბულატორია (გორი: ტირძნისი, მერეთი, დიცი, ქვეში, მეჯვრისხევი, ახრისი, ბერშუეთი, ხურვალეთი, ფლავი, კარალეთი, ვერხვების ლტოლვილთა ჩასახლება, კარალეთის ლტოლვილთა ჩასახლება, შავშვები, ქორდი; ქარელი: დვანი, დირბი, ფცა, ავლევი, ბრეძა; კასპი: ლამისყანა, ქვემოჭალა, რენე; ხაშური: წაღვლი). განხორციელდა ექიმების და ექთნების დაკონტრაქტება. ,,გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკისა და სოფლის ამბულატორიების მშენებლობის დასაფინანსებლად სსიპ–საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №1117 განკარგულების შესაბამისად, სოფლის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ამ ეტაპზე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით 82 სოფელში ამბულატორიის აშენების შესახებ, რომლის აღჭურვასაც ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამ დადგენილების შესაბამისად მიმდინარეობს საზღვრისპირა სოფლებში 18 ამბულატორიის მშენებლობა. სოფელ კარალეთში გაიხსნა ამბულატორია, რომელიც განადგურდა აგვისტოს ომის დროს და აღიჭურვა ინვენტარით. მეჯვრისხევის ამბულატორიას ჩაუტარდა რემონტი. სოფელ ტყვიავში რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შენდება ახალი საავადმყოფო. ხორციელდება პერმანენტული გასვლები საზღვრისპირა სოფლებში, რაც ითვალისწინებს მოსახლეობის პროფილაქტიკურ გასინჯვებს, მათთვის საჭირო მედიკამენტების გადაცემას, თითოეული მოსახლის პრობლემების გაცნობას და მათი სრულფასოვანი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფას.
პატივისცემით,
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ უტიაშვილი |