საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health | |
KA030670859812014 | |
| 0177, თბილისის, მ. ასათიანის 9; 9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32) 39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge | |
| #06/2209 | 31 / ივლისი / 2014 წ. |
ბ
ბატონო ზურაბ,
თქვენი 2014 წლის 22 ივლისის # 01/62298 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური/ადგილობრივი/ ცენტრების „ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულობის შესახებ მუნიციპალურ დონეზე მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობების განმგებლობაში არსებულ ააიპ სტატუსის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრები (სჯდ), ლ.საყვარელიძის სახელობის დკსჯდ ეროვნულ ცენტრთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამოქმედო ტერიტორიაზე ახორციელებენ ეპიდზედამხედველობით ღონისძიებებს, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, რისკების შეფასებას, რუტინულ საინფორმაციო სისტემის (სტატისტიკური ანგარიშგება), ფუნქციონირების უზრუნველყოფას. იმუნიზაციის პროცესის მართვას - იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, საჭირო მასალისა და აღჭურვილობის აუცილებელი მარაგის ლოგისტიკის უზრუნველყოფას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით და იმუნოპროფილაქტიკის შესახებ ანგარიშგების წარმოებას; (დამხმარე ზედამხედველობა).
მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში, 13 სჯდ ცენტრის მიერ (რომლებიც წარმოადგენენ მაღალი რისკის ზონებს მალარიის გავრცელების თვალსაზრისით) ხორციელდება მალარიის კერებში მცხოვრები მოსახლეობის სკრინინგული კვლევა. სჯდ 14 ცენტრი ახორციელებს დაავადების გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს - საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების ეკოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდებით დამუშავებას. პროგრამის ფარგლებში, სჯდ ცენტრებს ევალებათ ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
მუნიციპალურ დონეზე არსებული 58 სჯდ ცენტრზე პროგრამით გათვალისწინებული განსახორ განსახორციელებლად გამოყოფილი თანხა შეადგენს 595 ლარს. რეგიონული სტატუსის მქონე (მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის და აჭარის რეგიონები) სჯდ ცენტრებისათვის რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებში დამხმარე ზედამხედველობისათვის გათვალისწინებულია დამატებით 200 ლარი თითოეულ მუნიციპალიტეტზე. აღნიშნული თანხაც იმავე პროპორციითაა გათვლილი, როგორც მუნიციპალური ცენტრებისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.
13 სჯდ ცენტრისთვის, რომელიც მალარიისა და სხვა პარაზიტული დაავადებების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესების კომპონენტის ფარგლებში ახორციელებს მალარიაზე მოსახლეობის სკრინინგულ კვლევას – გამოყოფილი თანხა შეადგენს 456,40 ლარს. ხოლო, 14 სჯდ ცენტრისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მალარიის კერებში გადამტანის წინააღმდეგ სადეზინსექციო სამუშაოების ჩატარებას, გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება განისაზღვრება ფართობის დასამუშავებლად გაწეული შრომა დღეების ანაზღაურებით (ერთეული შრომა/დღის ღირებულება შეადგენს 4 ლარს).
ცხრილის სახით მოცემულია “ეპიდზედამხედველობის “ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში ასახული თანხები.
პროექტი/ღონისძიება | პროექტის მასშტაბი |
სად ხორციელდება |
სამინისტროს ბიუჯეტში ასახული თანხა |
პროექტის/ღონისძიების საბიუჯეტო კოდი | |||
2014 |
2015 |
2016 |
2017 | ||||
ეპიდზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამა | ეროვნული
| ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე | 1500000 ან 505000 ლარი | იგივე ყველა წელს |
|
| 35030303 |
|
|
|
|
|
|
|
|
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალური /ადგილობრივი/ ცენტრებთან ერთად „ეპიდზედამხედველობის“ სახელმწიფო პროგრამის მართვა/კოორდინაციაში ჩართული არის დკსჯდ ცენტრის რეგიონალური წარმომადგენლობები სამმართველოებისა (იმერეთის და აჭარის), და რეგიონული განყოფილებების (კახეთის, სამცხე ჯავახეთის, შიდა ქართლის, სამეგრელო ზემო სვანეთის, გურიის, რაჭა ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, ფოთის) სახით.
ლაბორატორიები რეგიონების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით მიხედვით ჩართულინი არიან ეპიდზედამხედველობის ერთიან პროცესში, როგორც სახელმწიფო პროგრამების ლაბორატორიული კომპონენტის ძირითადი შემსრულებლები, ისინი ემსახურებიან კერძო სექტორსაც, მონაწილეობენ ,,ცივი ჯაჭვის“ პროცესის შეუფერხებელ ფუნქციონირებაში.
2014 წელს, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული მართვადი ინფექციების საწინააღმდეგო აცრების უზრუნველმყოფი «ცივი ჯაჭვის» სისტემის ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე გეგმაზომიერად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტებში არსებული ცენტრებში მათი განახლება .
დკსჯეც - ში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით და ახალი რეალიების /12 თვითმმართველი ქალაქი /, გათვალისწინებით მომზადებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ზოგადად და მუნიციპალური ცენტრების ახლებურად მოწყობისა და განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არა მარტო მათთან თანამშრომლობის გაგრძელებას სახელშეკრულებო პირობებით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, არამედ მათ ტექნიკურ და ინტელექტუალურ დახმარებას მეთოდური რეკომენდაციების მიწოდებით, პროფესიული კადრების მომზადება/გადამზადების სისტემის ამოქმედებით.
პატივისცემით,