საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030106495495912*
KA030106495495912
             № 01-229/ო 07 / აგვისტო / 2012 წ.             
“სოფლის ექიმის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის № 01-63/ო ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების  რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 28 მარტის № 01-63/ო  ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დანართი N1-ის „ნაწილი 8. სამცხე-ჯავახეთი“, ,,ნაწილი 9. ქვემო ქართლი“ და ,,ნაწილი 10. შიდა ქართლი“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 2. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

მინისტრი
ზურაბ ჭიაბერაშვილი