საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
*030141761551212*
KA030141761551212
             № 01-63/ო 28 / მარტი / 2012 წ.             


სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში  შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების  რაოდენობისა და „ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის თაობაზე

 
        „2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის N92 დადგენილებით დამტკიცებული ,,2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების" დანართი N14–ის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის, დანართი 14.1-ის მე-12 პუნქტის, „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად,

 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს  შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობა დანართი N1-ის შესაბამისად;

2. დამტკიცდეს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისათვის აუცილებელი მედიკამენტებით და სამედიცინო დანიშნულების საგნებით პაციენტის უზრუნველსაყოფად ,,ექიმის ჩანთა“ დანართი N2-ის შესაბამისად.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 1 აპრილიდან.

 

მინისტრი
ზურაბ ჭიაბერაშვილი