 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health |
| KA030620000571414 |
0177, თბილისის, მ. ასათიანის 9;
9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone:
(995-32) 39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59
E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge |
| #06/2027 | 15 / ივლისი / 2014 წ. |
საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო
სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსს,
ბატონ ზურაბ უტიაშვილი
ბატონო ზურაბ,
თქვენი წერილის#01/58973, 10/ივლისი/2014, პასუხად გაცნობებთ:
2014
წლის მაისის ბოლოს ქ. თბილისსა და ივნისის პირველი რიცხვებიდან ქვეყნის
მთელს ტერიტორიაზე დაიწყო ვირუსული მენინგიტების რიცხვის მატება. დღეისთვის
დადგენილია, რომ ეს გამოწვეულია არაპოლიომიელიტური ენტეროვირუსის ECHO
30-ის გავრცელებით, რომელსაც საქართველოში მანამდე არასდროს უცირკულირია და
გენეტიკურად ენათესავება ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში 2011-2013 წლებში,
იტალიასა და აშშ-ში 2013 წელს გამოვლენილ შტამებს. ამასთან, დღისთვის,
სავარაუდო შემთხვევათა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა და შემთხვევათა 80%-ზე
მეტი რეგისტრირდება 14 წლამდე ასაკში. შემთხვევებმა პიკურ რაოდენობას
მიაღწია 21-ე-22-ე კალენდარულ კვირას და შემდგომ, საერთო კლების ტენდენციის
ფონზე, აღინიშნება მცირე პიკები ყოველ მე-3 კალენდარულ კვირაში.
ECHO-30-ით
გამოწვეული აფეთქებების მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ისინი
ხანგრძლივად გრძელდება, პრაქტიკულად უმართავი და არაკონტროლირებადია.
ცენტრის
მიერ ჩატარებულმა ჩამდინარე წყლების ლაბორატორიულმა კვლევამ დაადასტურა,
რომ ECHO-30-ით გაჯერებულია ჩამდინარე წყლები, რაც ქმნის ღია
წყალსატევების, მდინარეებისა და სხვა რეკრეაციული წყლების დაბინძურების
რისკს. აღნიშნულის, გამომწვების გადაცემის გზებისა და სეზონის
გათვალისწინებით (რეკრეაციული წყლების საცურაოდ/საბანაოდ გამოყენების
აქტივობა), ვფიქრობთ, რომ ვირუსული მენინგიტების გავრცელების აქტიური ტალღა
გაგრძელდება, სულ ცოტა, შემოდგომის ბოლომდე. ამასთან, შემთხვევათა რიცხვის
ინტენსიური მატება შესაძლოა დაფიქსირდეს საკურორტო ადმინისტრაციულ
ერთეულებში, წყალდიდობებისა და ნიაღვრების შემდგომ, სასწავლო პროცესის
განახლების ჟამს.
შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია,
მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემცირების მიზნით, საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაგრძოს ვირუსული
მენინგიტის (ICD 10 კოდი A 87) შემთხვევებზე გაწეული იმ ხარჯების
ანაზღაურება, რომლებიც არ იფარება "ინფექციური დაავადებების მართვისა" და
"საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის" სახელმწიფო პროგრამებით.
ცენტრი
განაგრძობს ვირუსული მენინგიტებისა და ჩამდინარე წყლების მონიტორინგს და
სიტუაციის კეთილსაიმედო პროგნოზის დადგომისთანავე დამატებით გაცნობებთ.
პატივისცემით,
გენერალური დირექტორი

ამირან გამყრელიძე