| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
მოქალაქე ეკა მეპურიშვილს მის.: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი მელაანი ტელ.: 555 57 08 | ||||||||
ქალბატონო ეკა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროში განხილულ იქნა თქვენი N17229 19.02.14 განცხადება, ,,სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ,,პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის ფარგლებში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში ექიმ-პედიატრის საშტატო ერთეულის დამატების თაობაზე. გაცნობებთ, რომ „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით საექიმო და საექთნო პუნქტების რაოდენობისა და ,,ექიმის ჩანთის“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 დეკემბრის №01-264/ო ბრძანებით, სოფელი მელაანის მოსახლეობას (1444 მოსახლე) ემსახურება ერთი ექიმი და ერთი ექთანი. დამატებით გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მუშაობს პირველადი ჯანდაცვის განვითარების ეროვნულ კონცეფციაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის უფლებების დასაცავად ქმედითი ღონისძიებების შემუშავებაზე. შესაბამისად, წერილში აღნიშნული საკითხი განხილული იქნება სამუშაო პროცესში.
პატივისცემით,
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძე |