| ||||||||
საქართველო, თბილისი 0159; აკ.წერეთლის გამზ. 144; ტელ.: (+995 32) 251 00 11; ფაქსი:(+995 32) 251 00 19; ცხელი ხაზი:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; ელ.ფოსტა: info@moh.gov.ge 144 Ak.Tsereteli ave., 0159, Tbilisi, Georgia; Tel.: (+995 32) 251 00 11; Fax:(+995 32) 251 00 19;Hot line:(+995 32) 251 00 33; 251 15 05; E-mail: info@moh.gov.ge | ||||||||
| ||||||||
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ქალბატონ ეკა ბესელიას | ||||||||
ქალბატონო ეკა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა თქვენი 2015 წლის 5 მაისის N4230/4-2 წერილით წარმოდგენილი ,,2014 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, რომელთან დაკავშირებითაც წარმოგიდგენთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოზიციებს: ა) ჯანმრთელობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე - დანართი N1-ის შესაბამისად; ბ) სოციალური დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე - დანართი N2-ის შესაბამისად; გ) შრომისა და დასაქმების სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე - დანართი N3-ის შესაბამისად. ამასთან, რაც შეეხება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს, შევნიშნვათ, რომ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების შესახებ ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს სატელევიზიო, ბეჭდვითი, სოციალური ქსელის, ინტერნეტ სივრცის და საინფორმაციო ფურცლის საშუალებით. სამინისტროში ჟურნალისტებისთვის იმართება პრესკონფერენციები/ბრიფინგები, ასევე-სამუშაო შეხვედრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. ამასთან, განხორციელებული პროგრამების/პროექტების შესახებ, ყოველწლიურად ხორციელდება ანგარიშის წარდგენა. პერიოდულად იმართება გასვლითი შეხვედრები რეგიონებში, როგორც მოსახლეობასთან, ასევე კლინიკების წარმომადგენლებთან. ასევე, ვრცელდება საინფორმაციო ფურცელი ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე. ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, ასევე წარმოადგენს სამინისტროს გაერთიანებული ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქე ნებისმიერ კითხვაზე იღებს მაქსიმალურად ამომწურავ პასუხს. პატივისცემით,
მინისტრის მოადგილე გაიოზ თალაკვაძე |