| KA020105645179715 |
| საქართველოს | | ეკონომიკისა და მდგრადი | | განვითარების მინისტრი | |  | | MINISTER OF ECONOMY | | AND SUSTAINABLE | | DEVELOPMENT OF GEORGIA | |
| 0108 თბილისი, ჭანტურიას ქ. N12 | Tel.: (+995 32) 2 99 11 05;2 99 11 11 |
| 12, G. Chanturia str., 0108 Tbilisi, Georgia | Fax.: (+995 32) 2 921534 |
| № 09/8040 | 06 / ნოემბერი / 2015 წ. |
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას
სს „საპარტნიორო ფონდს“
გაცნობებთ, რომ აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა ტექნიკური დახმარების დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბანკის მიერ შერჩეული კონსულტანტები სახელმწიფოს გაუწევენ საკონსულტაციო მომსახურებას საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ტექნიკური დახმარების დოკუმენტი ასახავს საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან შეხვედრების შედეგად გამოკვეთილ საჭიროებებსა და საკონსულტაციო-ტექნიკური დახმარების განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
გიგზავნით აზიის განვითარების ბანკის მიერ მომზადებული ტექნიკური დახმარების დოკუმენტის პროექტს და გთხოვთ, წინამდებარე წერილის მიღებიდან 5 (ხუთი) დღეში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით.
დანართი: 13 (ცამეტი) ფურცელი.
მინისტრი

დიმიტრი ქუმსიშვილი