|
|||||
|
|||||
|
ელზა ჯგერენაიას მივლინების შესახებ
|
|||||
|
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე და 66-ე მუხლების შესაბამისად, საფრანგეთში,
ქ. სტრასბურგში დაგეგმილ ევროპის საბჭოს სოციალური ქარტიისა და სოციალური
უსაფრთხოების ევროპული კოდექსის სამთავრობო კომიტეტის რიგით 137-ე
შეხვედრაში მონაწილეობის მიზნით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. 2018 წლის 22 აპრილიდან 2018 წლის 28 აპრილის ჩათვლით (შვიდი დღის ვადით) საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში მივლინებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - ელზა ჯგერენაია. 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ მგზავრობის, სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს ევროპის საბჭო. საფუძველი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის მარიანა მკურნალის 2018 წლის 17 აპრილის №01-8371 მოხსენებითი ბარათი.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზაზა სოფრომაძე |