|
||||
|
||||
|
სოციალური დაცვის დეპარტამენტის
უფროსს ქალბატონ ნინო ოდიშარიას ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ მარინა დარახველიძეს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ელზა ჯგერენაიას |
||||
|
|
||||
|
კოლეგებო, გიგზავნით საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქლაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2017 წლის 10 იანვრის № 243/4-2 წერილს, რომელიც ეხება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის თებერვალში დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 24 ივნისის N5602-IIს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვის საკითხს. გთხოვთ, წერილი განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში და უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ ინფორმაცია თანდართული დოკუმენტის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
პატივისცემით,
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მაია ნიკოლეიშვილი |