| ||||||||||
საქართველო, თბილისი 0159; წერეთლის გამზ. N 117; ტელ.: (+995) 591 123 123 N 117, Tsereteli ave, Tbilisi 0159, Georgia; Tel.: (+995) 591 123 123 | ||||||||||
| ||||||||||
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსს, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ქალბატონ სოფიკო ბელქანიას | ||||||||||
ქალბატონო სოფიკო, მიმდინარე წლის 10 იანვრის №01/1265 თქვენი წერილის პასუხად, რომელიც ეხება კახეთის რეგიონში 2018-2020 წლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, ღონისძიებებისა და აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდების საკითხს, გაცნობებთ, რომ სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი" ,,2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ"საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 დეკემბრის №592 დადგენილების დანართი №18 შესაბამისად,
საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ახორციელებს
სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების სახელმწიფო
პროგრამას. სამედიცინო ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს შესაბამის რაიონებში მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების სერვისის ხარისხიან და ოპერატიულ მიწოდებას. გარდა ზემოაღნიშნულისა, სსიპ - „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს“ ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში სხვა აქტივობები და ღონისძიებები დაგეგმილი არ აქვს.
პატივისცემით,
დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე |