|
||||
|
||||
|
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს
|
||||
|
|
||||
|
ქალბატონო ნანა, თქვენი 2017 წლის 26 იანვრის №01-1505 წერილის პასუხად, რომელიც შეეხებოდა სახალხო დამცველის 2017 წლის 24 იანვრის № 04-15/1077 განცხადებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, გაცნობებთ შემდეგს: საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის N 19 დადგენილების შესაბამისად 96-მა (ოთხმოცდატექვსმეტი) დამსაქმებელმა განაცხადა თანხმობა მათ კუთვნილ კომპანიებში შრომის პირობების ინსპექტირებასთან დაკავშირებით. ამასთან გიგზავნით აღნიშნულ კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობას დანართი N1-ის სახით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მობილურმა ჯგუფებმა განახორციელეს ინსპექტირება სხვადასხვა საწარმოებში/ორგანიზაციებში (მაგ: ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა, ჭიათურის სამთოგამამდიდრებელი კომბინატი, საქართველოს რკინიგზა და ა.შ.), რომლებშიც დასაქმებულები წარმოადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 3 მაისის N 147/ნ ბრძანება ,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოთა ნუსხით’’ დამტკიცებულ პროფესიებს. ამასთან, მიმდინარე ეტაპზე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი არ აღრიცხავს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებზე დასაქმებული პირების რაოდენობას. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის N19 დადგენილების ფარგლებში სამუშაო ადგილებზე, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინსპექტირების განხორციელების პროცესში შრომის ინსპექტორთა მობილური ჯგუფების მიერ გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები (იხ. დანართი N2 ). 2016 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა დაამუშავა ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და შეადგინა დარღვევების თემატური ანალიზი (იხ. დანართი N 3). სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ინსპექტირებისას გამოვლენილ დარღვევებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მიზნით 2016 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა პრიორიტეტი მიანიჭა საქართველოს კანონმდებლობაში შემდეგი ევროდირექტივების ტრანსპოზიციას: (90/269/EEC), (90/270/EEC), (92/58/EEC), (89/654), (2009/104), (92/58/EEC), (1999/92/EC). დასაქმებულების მიერ სამუშაო ადგილზე სამუშაო აღჭურვილობის გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ; სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; ტვირთის ხელით გადატანის უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების საკითხზე, რომლის დროსაც არსებობს მუშაკის მიერ საყრდენმამოძრავებელი სისტემის დაზიანების რისკი; მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ; უსაფრთხოებისა ან/და ჯანმრთელობის დაცვის ნიშნების სამუშაო ადგილზე განთავსებასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ; სამუშაო ადგილებზე სამუშაო აღჭურვილობის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები; ფეთქებადსაშიშ გარემოსგან მომდინარე რისკებისგან დაცვა; ზემოაღნიშნული ევროდირექტივების დამუშავების შედეგად უკვე მომზადდა შესაბამისი პროექტები. 2016 წელს სამუშაო ადგილზე შრომის პირობების ინსპექტირებისას გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევები. · ხანძარ საწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა · ელექტრო უსაფრთხოების გაუმართაობა · ინდ. დაცვის საშუალებების არ არსებობა · კოლექტიური დაცვის სისტემის არ არსებობა და გაუმართაობა · უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირის არ არსებობა · მიკროკლიმატის დაუცველობა · მომეტებული საწარმო ხმაური · მომეტებული მტვრიანობა · ერგონიმიკული პრობლემები და სხვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა მოამზადა ,,შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ’’ კანონპროექტი. შრომის პირობების ინსპექტირების მობილურმა ჯგუფებმა 2016 წლის 18 იანვრის N19 დადგენილების ფარგლებში საწარმოებში (დაწესებულებებში) განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განახორციელეს რემონიტორინგი. ინსპექტირებისას გაცემული რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დეპარტამენტმა დაამუშავა სტატისტიკური მონაცემები (იხ. დანართი N 4). საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N112 დადგენილების მე-3 მუხლის მიხედვით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით, საწარმოებსა და ორგანიზაციებში ახორციელებს როგორც გეგმიურ, ისე არაგეგმიურ შემოწმებას. 2016 წელს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის მიზნით შემოწმება ჩატარდა 98 კომპანიაში, მათ შორის 7 კომპანიაში არაგეგმიურად (იხ. დანართი N5). შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების არსებობის ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N112 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ერთი საქმე გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის N112 დადგენილების მე-4 მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის მიხედვით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირ(ებ)ი გასცემს/გასცემენ რეკომენდაციებს სამუშაო ადგილზე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილი პირ(ებ)ი სამუშაო ადგილზე იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის შემოწმებისას გასცემენ მხოლოდ ზეპირ რეკომენდაციებს, რის გამოც მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ამ საკითხზე დეტალური ინფორმაცია და მასალების ასლები. დანართი: 15 გვ. პატივისცემით,
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ჟორჟოლიანი |