KA070180265614517
 
ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს
კულტურისა და ძეგლთა
დაცვის სამინისტრო
Ministry of Culture
and Monument Protection of
G e o r g i a
 
 0105. ქ.თბილისი.  სანაპიროს ქ. N4.  ტელ:2 -996-377; ფაქსი: (+99532) 2-987-435 ; ცხელი ხაზი: 1406
  4 Sanapiro  str. Tbilisi 
0105. Georgia. Fax: (+99532) 2-987-435 Phone: 2 -996-377 Hotline: 1406 
www.culture.gov.ge  E-mail: mc@culture.gov.ge


N01/07-588 08 / თებერვალი / 2017 წ.
  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას,
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს,
აჭარის ა/რ მთავრობას,
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას,


მოგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ამჟამად მუშაობს "საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფის გზამკვლევზე, 2017-2018“, რომლის სამუშაო ვერსიაც თან ერთვის კორესპონდენციას.

ვინაიდან აღნიშნული გზამკვლევის სამოქმედო გეგმის რიგი აქტივობები უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან კოორდინაციით, მნიშვნელოვანია  პროცესში თქვები უწყების/ორგანიზაციის ჩართულობა.

გთხოვთ, 2017 წლის 28 თებერვლამდე მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები დოკუმენტთან და მის შემადგენელ სამოქმედო გეგმასთან  დაკავშირებით და, ამოცანების შესაბამისად, მიუთითოთ ის აქტივობები, რომელთა განხორციელებაც თქვენი უწყების/ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა ან იგეგმება 2017-2018 წლებში. ასევე, სასურველია სამოქმედო გეგმაში მითითებულ იქნას ის პარტნიორი ორგანიზაციები, რომლებთან პარტნიორობითაც უნდა განხორციელდეს აღნიშნული აქტივობები.

საყურადღებოა, რომ სამოქმედო გეგმის ყველა ამოცანა შეესაბამება საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის 1 ივლისს დამტკიცებული კულტურის სტრატეგიის დოკუმენტში შშმ პირებთან დაკავშირებით განსაზღვრულ ამოცანებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია აქტივობათა სტრატეგიული ამოცანების შესაბამისად განსაზღვრა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუკი, შშმ პირთა კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი ინტეგრაციის მიზნით თქვენს მიერ დაგეგმილი აქტივობა არ ესადაგება სტრატეგიის დოკუმენტის რომელიმე ამოცანას,  მისი ასახვა დოკუმენტში სასურველია დამატებითი ამოცანისა და აქტივობების სახით. დოკუმენტი, მისი საბოლოო ვერსიის შემუშავების შემდეგ, გახდება საჯარო.

შენიშვნებთან და რეკომენდაციებთან ერთად, ასევე, გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ ის კანდიდატურა, რომელიც თქვენი უწყებიდან/ორგანიზაციიდან ჩაერთვება გზამკვლევის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის უწყებათაშორის ჯგუფში. (საკონტაქტო პირი:  შორენა ციცაგი, ტელ. : 5 91 19 18 48, ელ.ფოსტა : shorenatsi@gmail.com .)

თანდართული დოკუმენტი : 20 გვ.

პატივისცემით,

 

მინისტრი
მიხეილ გიორგაძე