|
|||||
|
|||||
|
დავით ივანიძის, ირმა გელაშვილისა და ირაკლი არაბიძის მივლინების შესახებ
|
|||||
|
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის შესაბამისად,
პოლონეთში, ქ. ვარშავაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა
დახმარების სისტემის იურიდიული, ფინანსური და ადმინისტრაციული საფუძვლების
ფარგლებში გამართულ სასწავლო კურსზე (თემა: “შშმპ პირთა მხარდაჭერის
სისტემა ადგილობრივ დონეზე”) დასწრების მიზნით ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ : 1. 2016 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის პირველი ივლისის ჩათვლით (ექვსი დღის ვადით) პოლონეთში, ქ. ვარშავაში მივლინებულ იქნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი - დავით ივანიძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და
სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - ირმა გელაშვილი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირაკლი არაბიძე. 2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისთვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს მიმწვევი მხარე. საფუძველი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსის ნანა ქავთარაძის 2016 წლის 23 ივნისის №01-11622 მოხსენებითი ბარათი.
მინისტრი დავით სერგეენკო |