KA030198917202616

№ 01-11622 23 / ივნისი / 2016 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი)
უფროსის ნანა ქავთარაძის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მიმიდნარე წლის 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პოლონეთში ქ. ვარშავაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების სისტემის იურიდიული, ფინანსური და ადმინისტრაციული საფუძვლების ფარგლებში იმართება სასწავლო კურსი თემაზე: ,,შშმ პირთა მხარდაჭერის სისტემა ადგილობრივ დონეზე’’.

სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი  საკითხები, რომლებიც უკავშირდება ეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შრომით ურთიერთობებს, მათ დასაქმებას პროფესიულ მომზადებას, პროფესიულ რეაბილიტაციას, სამუშაო ადგილების ადაპტაციას და ამ მიმართულებით პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებას.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მიზნით მიწვეულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი ბატონი დავით ივანიძე, ამავე დეპარტამენტის  შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი  ქალბატონი ირმა გელაშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ირაკლი არაბიძე.

ვიზიტში მონაწილეობის ყველა ხარჯს სრულად ანაზღაურებს მიმწვევი მხარე.

თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, უზრუნველყოს ბატონი დავით ივანიძისთვის, ქალბატონი ირმა გელაშვილისთვის და ბატონი ირაკლი არაბიძისთვის მივლინების ბრძანების გაფორმება მიმდინარე წლის 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით.

დანართი:

1. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის წერილი;

2. მოწვევის წერილი;

3. ელექტრონული ბილეთები;

4. დღის წესრიგი;

 
პატივისცემით,

 

 

 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
ნანა ქავთარაძე