KA030183777230416

№ 01-8362 10 / მაისი / 2016 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრს
ბატონ დავით სერგეენკოს

სამინისტოს აპარატის (დეპარტამენტი)
უფროსის ნანა ქავთარაძის
მოხსენებითი ბარათი

ბატონო დავით,

მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17-25 მაისს  შვედეთში ქ. სტოკჰოლმში და ნორვეგიაში  ქ. ოსლოში შრომის საერთაშორისო  ორგანიზაციის პროექტის ,,პარტნიორობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნებში’’ ორგანიზებით დაგეგმილია სუბრეგიონული კონფერენცია თემაზე: ,,ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა’’.

კონფერენციის მიზანია ნორვეგიული და შვედური ინოვაციური პოლიტიკის/პრაქტიკის გაცნობა ახალგაზრდების დასაქმების სფეროში, რაც მიზნად ისახავს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის გზების მოძიებას.

აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მიზნით იგეგმება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ელზა ჯგერენაიასა და ამავე დეპარტამენტის  შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის ქალბატონი  ირმა გელაშვილის მონაწილეობა.

ვიზიტში  მონაწილეობის ყველა ხარჯს სრულად ანაზღაურებს მიმწვევი მხარე. 

თქვენი თანხმობის შემთხვევაში გთხოვთ, დაავალოთ ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, უზრუნველყოს ქალბატონი ელზა ჯგერენაიასთვის და ქალბატონი ირმა გელაშვილისთვის მივლინების ბრძანების გაფორმება მიმდინარე წლის 17მაისიდან 25 მაისის ჩათვლით.

დანართი:

1. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის წერილი;
2. მოწვევის წერილები;
3. ელექტრონული ბილეთები.


პატივისცემით,


 

სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსი
ნანა ქავთარაძე