|
||||
|
||||
|
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი)
უფროსს ქ-ნ ნანა ქავთარაძეს |
||||
|
|
||||
|
ქალბატონო ნანა, 2016 წლის 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით პოლონეთის რესპუბლიკაში, ქ. ვარშავაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარების სისტემის იურიდიული, ფინანსური და ადმინისტრაციული საფუძვლების ფარგლებში იმართება სასწავლო კურსი თემაზე: „შშმ პირთა მხარდაჭერის სისტემა ადგილობრივ დონეზე“. სასწავლო კურსის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი საკითხები, რომლებიც უკავშირდება შშპ პირთა შრომით ურთიერთობებს, მათ დასაქმებას, პროფესიულ მომზადებას, პროფესიულ რეაბილიტაციასა და სამუშაო ადგილების ადაპტაციას და ამ მიმართულებით პოლონეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარებას. ღონისძიებაზე დასასწრებად შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტიდან შეირჩა ამავე დეპარტამენტის დასაქმების ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი-დავით ივანიძე, შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - ირმა გელაშვილი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ირაკლი არაბიძე. ღონისძიების ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მომწვევი მხარე. გთხოვთ, უზრუნველყოთ მივლინების ბრძანების მომზადება 2016 წლის 26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით. დანართის სახით გიგზავნით მოწვევის წერილს, მგზავრობის განრიგსა და დღის წესრიგს. იხ. დანართი: 5 ფურცელი. პატივისცემით,
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია |