KA030176754356916

№ 01-8170 06 / მაისი / 2016 წ.
სამინისტროს აპარატის (დეპარტამენტი) უფროსს ქალბატონ ნანა ქავთარაძეს


ქალბატონო ნანა,

2016 წლის 17-21 მაისს, შვედეთის სამეფოში, . სტოკჰოლმში და 22-25 მაისს, ნორვეგიის სამეფოში . ოსლოში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტისპარტნიორობა ახალგაზრდების დასაქმებისთვის დამოუკიდებელი თანამეგობრობის ქვეყნებშიფარგლებში ტარდება სუბრეგიონული კონფერენცია ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე.

კონფერენციის მიზანია ნორვეგიული და შვედური ინოვაციური პოლიტიკის/პრაქტიკის გაცნობა ახალგაზრდების დასაქმების სფეროში, რაც მიზნად ისახავს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებისთვის გზების მოძიებას. კონფერენციის დასასრულს შემუშავდება რეკომენდაციები ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით წარმოდგენილი პრეზენტაციების და პრაქტიკის გათვალისწინებით.

ღონისძიებაზე დასასწრებად შეირჩა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი - ელზა ჯგერენაია და ამავე დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი- ირმა გელაშვილი.

ღონისძიების ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ანაზღაურებს მომწვევი მხარე.

გთხოვთ, უზრუნველყოთ მივლინების ბრძანების მომზადება 17 მაისიდან 25 მაისის  ჩათვლით.

დანართის სახით გიგზავნით მოწვევის წერილს, მგზავრობის განრიგს და დღის წესრიგს.

იხ. დანართი  11 გვ.

პატივისცემით,

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი
ელზა ჯგერენაია