ქალბატონო სოფიკო,
თქვენი მიმდინარე წლის 4 აპრილის N01-6927 წერილის პასუხად, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, წარმოგიდგენთ საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლის სამოქმედო გეგმის I კვარტლის შესრულების მონიტორინგის ანგარიშს (აქტივობა 2.2.2 ა) (იხ. დანართი).
აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის N631 დადგენილების თანახმად, სამოქმედო გეგმის აქტივობა 2.2.2. ფორმულირებულია შემდეგნაირად: "სოფლის მოსახლეობის მაღალი ხარისხის პირველადი ჯანდაცვის სერვისებით უზრუნველყოფა, მათ შორის, ა) სოფლის ექიმის მომსახურების გაუმჯობესებით (სამიზნე: 2017 წლისთვის - ერთ სულ სოფლის მოსახლეზე ვიზიტების რაოდენობა 2.0; 2015 წლის მაჩვენებელი 1.7); ბ) სოფლად სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება". დადგენილების მიხედვით, შესრულების ინდიოკატორია: "ა) ერთ ბენეფიციარზე ვიზიტების ზრდა 1.7-დან 2.0-მდე". რაც შეეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გადმოგზავნილ მონიტორინგის ცხრილს (ექსელის ფაილი), იქ აქტივობა 2.2.2 და შესრულების ინდიკატორი არასწორადაა ფორმულირებული და საჭიროებს ჩასწორებას დადგენილების ტექსტის შესაბამისად.
პატივისცემით,
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი

მარინა დარახველიძე