|
||||
|
||||
|
ფარმაცევტული დეპარტამენტის ნარკოტიკების ლეგალური ბრუნვის სამმართველოს უფროსს ლალი დავითაიას
|
||||
|
|
||||
|
ქალბატონო ლალი, თქვენი წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 21 ივლისის N150/ნ ბრძანების დანართის N2–ის მე-11 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევით (სპეციალური რეცეპტი ფორმა N2-ის ან/და მოთხოვნა (განაცხადის), ერთჯერადი მინდობილობის გარეშე) ავტორიზებული აფთიაქებიდან 2016 წელს გაცემულია პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გარკვეული რაოდენობა. გიგზავნით 7 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტის ჩამონათვალს, რომელიც ჩამორთმეული იქნა ინსპექტირების სამმართველოს მიერ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე: 1. ბაკლოფენი 25 მგ - 8 332 ტაბლეტი;2. გაბაგამა 400 მგ - 3 064 კაფსულა; 3. კლონაზეპამი 2 მგ - 4 637 ტაბლეტი; 4. ციკლოდოლი 2 მგ - 8 752 ტაბლეტი; 5. ფენადიაზეპინი 1 მგ - 9 184 ტაბლეტი; 6. დიაზეპამი 10 მგ - 5 155 ტაბლეტი; 7. ქსანაქსი 0,5 მგ - 3 016 ტაბლეტი.
პატივისცემით,
ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი |