საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი National center for Disease Control & Public Health | |
KA030654645229218 | |
| 0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32) 39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge | |
| #06/1633 | 04 / აპრილი / 2018 წ. |
ბატონო ზაზა,
როგორც თქვენთვის ცნობილია „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების შესაბამისად (შეტანილია ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 მარტის N120 დადგენილებით), სტაციონარული მომსახურების (გარდა დღის სტაციონარისა) მიმწოდებლები 2018 წლის 10 მარტიდან ვალდებულნი არიან ჰოსპიტალიზებული ყველა პაციენტისათვის C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყონ მათი შემდგომი კონფირმაციული კვლევისათვის საჭირო სისხლის ნიმუშის აღება. ამასთანავე, ‘’C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის დადგენილების შესაბამისად (შეტანილია ცვლილება საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის N118 დადგენილებით) სსიპ - ლ.საყვარელიძის სახელობის დააავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს (შემდგომში - ცენტრი), მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს და მაღალი რისკის პირებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს უფლება აქვთ ადგილზევე აიღონ C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი ბენეფიციარების საკვლევი მასალა კონფირმაციისთვის.
ზემოაღნიშნული ცვლილებების შედეგად, საქართველოს 32 (ოცდათორმეტი) მუნიციპალურ ცენტრში განთავსებული 118 (ასთვრამეტი) სამედიცინო დაწესებულებიდან, 1 აპრილის მდგომარეობით, შემოსულია შეტყობინება, რომ შემდგომი კვლევისთვის ნიმუში აღებულია C ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი 860 (რვაას სამოცი) პირისგან. აღებულ ნიმუშთა 51%-ზე მეტი ქ. თბილისის დაწესებულებებზე მოდის და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. აღნიშნული შეტყობინებების საფუძველზე, ცენტრი უზრუნველყოფს საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას რ. ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში. პროცესის მართვა ხორციელდება C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული ბაზის მეშვეობით. კონფირმაციული კვლევის პასუხების მიწოდება იგეგმება პაციენტის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
HCV კონფირმაციული კვლევის შედეგის თაობაზე პაციენტებისათვის მისაწოდებელი პასუხების რაოდენობის, ასევე მათი ნაკადის სწრაფი, ეფქტური და კომპეტენტური მართვის საკითხი მიზანშეწონილია განხორციელდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯანდაცვის პროგრამების დეპარტამენტის C ჰეპატიტის მართვის სამმართველოს მიერ, რომელიც თავისი ფუნქციიდან გამომდინარე ახორციელებს პაციენტების მკურნალობაში ჩართვის პროცესის მართვას. ამასთან, მათი გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება ამ რესურსის გამოყენება პაციენტებთან სწორი კომუნიკაციისთვის.
აღნიშნული წინადადება წარედგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს (N06/1530 29.03.2018წ.), რომელმაც ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო დადებითი გადაწყვეტილება.
წარმოგიდგენთ, ბატონ დავით სერგეენკოსთან შეთანხმებული წერილის ასლს. გთხოვთ, მოგვაწოდოთ იმ თანამშრომელთა ნუსხა, რომლებიც იქნებიან გამოყოფილი მოქალაქეებისათვის შესაბამისი პასუხების გაცემაზე, ასევე ტელეფონის ნომერი, რომელზეც შეეძლებათ მოქალაქეებს შესაბამის სამსახურთან დაკავშირება.
წინასწარ გიხდით მადლობას.
პატივისცემით,