From : Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>
To : Maia Lagvilava
Subject : RE: HCV IT Project
Received On : 15.06.2018 21:21
Attachments :

ქალბატონო მაია, ნამდვილად დროული წერილია. ჩემის მეთაურობით ადამიანების მაქსიმალური რაოდენობა მყავს ჩართული პროცესში, რომ შედეგი გვქონდეს.

ალბათ კარგი იქნება თუ სააგენტოდან განისაზღვრება ადამიანი, რომელიც საწყის ეტაპზევე ჩაერთვება პროცესში და შემდომში დამოუკიდებლად შეძლებს სისტემის მართვას, ხალხის ტრენინგებს და ა.შ.

ვწუხვარ რომ საქართველოში არ ვიქნები მომდევნო კვირას, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ეს არ აისახება დეველპმენტის პროცესზე, ვინაიდან ზუსტად არის გაწერილი სამუშაოები და ყოველდღიური კომუნიკაცია მექნება.

 

პატივისცემით,

ალეკო

 

From: Alexander Turdziladze [mailto:turdziladze@gmail.com]
Sent: 16 June 2018 01:17
To: 'Maia Lagvilava' ; tabazadze@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; 'Mikheil Janiashvili' ; 'Vano Goliadze' ; 'Ekaterine Adamia' ; 'tamar kavteladze'
Cc: 'Mikheil Dundua'
Subject: RE: HCV IT Project

 

მოგესალმებით ქალბატონო მაია,

დიდი მადლობა წერილისათვის და მსგავსი ინიციატივისათვის.

თქვენის ნებართვით მცირე განმარტებას გავაკეთებ - ვინაიდან ამ ეტაპზე არ არსებობს დეტალური ტექნიკური დავალება, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას სისტემა და დრო ძალზედ ხანმოკლეა იმისათვის, რომ გვქონდეს რეზულტატი 1 აგვისტოსთვის (რომელიც აუცილებლად უნდა იყოს, ამაზე 2 აზრი არ არის), შესაბამისად არჩეული იქნა ე.წ agile მიდგომა, რაც მსგავს სიტუაციებში ყველაზე გავრცელებულ და გამართლებულ მიდგომას წარმოადგენს.

როგორ ჩვენს ერთობლივ შეხვედრაზე მოგახსენეთ თვის ბოლოსთვის გვექნება სისტემის ძირითადი მონახაზი რომელშიც იქნება დინამიურობის მაღალი ხარისხი და თქვენთან და დაინტერესებულ მხარეებთან ერთად უნდა განვსაზღვროთ სისტემისათვის ის წესები და ვალიდაციები როგორც უნდა იყოს მთელი ბიზნეს პროცესი და თამაშის წესები (რასაც წერილში აღნიშნავთ მართებულად). ნამდვილად დროული იქნება ყველაფრის განსაზღვრა მოხდეს რაც შეიძლება მალე, რათა ივლისის ბოლომდე მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ყველაფერი სისტემაში. რეპორტინგის საჭიროებაც პროცესის ადმინისტრატორების მიერ უნდა იქნას წინასწარ განსაზღვრული რაც იქნება სისტემაში გათვალისწინებული.

 

ამავდროულად მინდა ავღნიშნო, რომ 1 აგვისტოსთვის იქნება სისტემა, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს დეცენტრალიზაციის ბიზნეს პროცესი რაზეც თქვენთან ერთად შევთანხმდებით, მაგრამ სისტემაზე მუშაობა გაგრძელდება წლის ბოლომდე რათა მან უპასუხოს ყველა გამოწვევას, ვინაიდან აგვისტომდე ყველაფერი ვერ გაკეთდება.

 

სამწუხაროდ ხვალიდან 25 ის ჩათვლით არ ვიქნები საქართველოში, მაგრამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე მაქსიმალურა შევეცდები ჩავერთო პროცესებში და თენგოს დავეხმარო.

 

გისურვებთ ბედნიერ შაბათ კვირას,

პატივისცემით,

ალეკო

 

 

From: Maia Lagvilava [mailto:mlagvilava@moh.gov.ge]
Sent: 15 June 2018 20:34
To: Alexander Turdziladze <turdziladze@gmail.com>; tabazadze@ssa.gov.ge; itabatadze@ssa.gov.ge; Mikheil Janiashvili <mic@moh.gov.ge>; Vano Goliadze <vaniko@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tamar kavteladze <tkavteladze@ssa.gov.ge>
Cc: Mikheil Dundua <mdundua@moh.gov.ge>
Subject: HCV IT Project

 

მოგესალმებით ალეკო, თენგო და მიშა,

 

გთხოვთ, იმ კვირის ბოლომდე გამომიგზავნოთ ც ჰეპატიტის ელექტრონული სისტემის პროექტი, შემდეგი სახის ინფორმაციით:

1.      მონაცემთა მოპოვება - რა სახის მონაცემებს უნდა მოიცავდეს სისტემა (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ა.შ.) და რომელი ინფორმაცია ვის მიერ უნდა იქნას შეტანილი, რომელი წყაროდან (დაავადებათა კონტროლი, სმს, პროვაიდერები და ა.შ.);

2.      კლასიფიკაცია - რომელი კლასიფიკატორების მიხედვით უნდა იქნას მიპოვებული მონაცემები (დასრულებული მკურნალობა, შეწყვეტილი მკურნალობა, სკრინინგი, გვერდითი მოვლენები და ა.შ.)

3.      ანალიტიკა - რა სახის ანალიზის საშულებას უნდა იძლეოდეს სისტემა  - სკრინინგი, კონფირმაცია, უარი მკურნალობაზე, შეწყვეტილი მკურნალობა და ა.შ.

4.      რეპორტების დაგენერირება - რა სახის რეპორტებს უნდა აგენერირებდეს ავტომატურად - რუტინული რეპორტები ძირითადად და ასევე, მოთხოვნით რისი დაგენირერების საშუალება შეიძლება ჰქონდეს.

 

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტის დაწერისას ყველა მხარე იქნება ჩართული და მხოლოდ ყველასთან შეჯერებული საბოლოო ვარიანტი მოგვეწოდება მე და ბატონ მიხეილ დუნდუას, პარასკევს, 22 ივნისს დღის ბოლომდე.

 

დოკუმენტის შეკვრაზე და წარმოდგენაზე პასუხისმგებელი იქნება ბატონი თენგიზ აბაზაძე, რადგან ახალი მონაცემთა ბაზის განმკარგავი უნდა იყოს სოციალური მომსახურების სააგენტო და შესაბამისად, ალეკომ უნდა გაითვალისწინოს ყველა ის მოთხოვნა რაც სმს-ს აქვს.

 

გთხოვთ, როგორც ერთიანი გუნდი, ისე მიუდგეთ ყველა მონაწილე ამ საკითხს და მაქსიმალურად გამოიყენოთ უკვე არსებული ცოდნა და რესურსი.

 

პატივისცემით,

 

Maia Lagvilava, MD, MHA

Deputy Minister

 

144 A. Tsereteli ave.

0119 Tbilisi, Georgia

Tel: (+995 32) 251 00 27 (0503)

E-mail: mlagvilava@moh.gov.ge

 

MOH Logo-ENG