| From : | Natia Nogaideli <nnogaideli@moh.gov.ge> |
| To : | Shorena Okropiridze; Archil Chkhotua; gocha.ingorokva@gmail.com; irma.tchokhonelidze@dntunion.org.ge; nino.karanadze@hotmail.com; gochasha@yahoo.com; levangogich@gmail.com; kobashanava@gmail.com; Gia Tomadze; Gocha Shatirishvili |
| Subject : | TAIEX |
| Cc : | Zaza Bokhua; Maia Lagvilava; Mariam Darakhvelidze; 'gvantsa.phanjikidze@gmail.com'; Nana Kalmakhelidze |
| Received On : | 15.06.2018 17:34 |
| Attachments : |
პატივცემულო ტრანსპლანტაციის საბჭოს წევრებო,
მოგეხსენებათ, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს ორგანოთა ტრანსპლანტაციის მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციას შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამის დირექტივებთან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრომ მიიღო ევროკავშირის დახმარება ევროპის კომისიის ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) სახით, რომლის ფარგლებში, მიმდინარე წელს (სავარაუდოდ სექტემბრის თვეში) იგეგმება ევროკავშირის ექსპერტების მისია საქართველოში. აღნიშნული მისიის ფარგლებში მოხდება არსებული მარეგულირებელი გარემოს გადახედვა ევროდირექტივებთან მიმართებით და დეტალური სამოქმედო გეგმის გაწერა.
იმედი გვაქვს, აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ აღნიშნულ შეხვედრაში.
ამასთან, გაცნობებთ, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული იქნა აღნიშნული ღონისძიების დღის წერიგის პროექტი.
გთხოვთ, გადახედოთ აღნიშნულ პროექტს და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები 21 ივნისამდე, შემდგომში ევროკომისიის ინფორმირების მიზნით.
პატივისცემით,
ნათია ნოღაიდელი